"დაჩის ძალიან უნდოდა რომ "საგიჟეთში" სიმღერის ჩვენი ვერსია გაგვეკეთებინა" - ლიკა შუბითიძის და გედა დარჩიას ერთობლივი კლიპი, რომელიც დაჩი დარჩიას ეძღვნება (ვიდეო)

ლიკა შუბითიძის ახალი კლიპი, რომელიც მომღერალმა ქმართან და დაჩი დარჩიას დასთან, გედა დარჩიასთან ერთად გააკეთა. სიმღერას 2004 წელს მოკლული რეჟისორი, დაჩი დარჩია მეგობრების წრეში ასრულებდა. ამ სიმღერის ისტორიას კი ლიკა შუბითიძე გვიყვება:

"ჩვენ გვყავდა ძალიან ნიჭიერი და კარგი მეგობარი Dachi Darchia .

დაჩი, კინო და მოგვიანებით ვიდეო კლიპების რეჟისორი იყო.

ასათიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, დოკუმენტური ფილმის გადაღებისას, დაჩი დაუმეგობრდა ერთ პაციენტს, რომელიც თავის თავს ბექა ყინწვისელს ეძახდა. (ნამდვილი სახელი არ იცოდა არავინ)

ბექა ყინწვისელი მღეროდა სიმღერას "საგიჟეთში".

მერე დაჩი მღეროდა ამ სიმღერას მეგობრების წრეში.

სიმღერის და ტექსტის ავტორი ვინ არის არ ვიცით.

ბექა ყინწვისელზე ძალიან ცოტა რამ ვიცით. თან რომ იყო და თან რომ არ იყო. ისე იყო.

დაჩის ძალიან უნდოდა რომ "საგიჟეთში" სიმღერის ჩვენი ვერსია გაგვეკეთებინა.

დაჩი 5 წლის წინ ქუჩაში მოკლეს..

Geda Darchia დაჩის დაა.

გედა ძალიან ნიჭიერი ფოტოგრაფია და მასთან ერთად შევქმენით ჩვენ ეს ვიდეო.

გავაკეთეთ ორი ვერსია - ინგლისური და ქართული.

ფოტოები გადაღებულია 2019 წლის იანვარში. საქართველოში - საგიჟეთში.

სიმღერას ბოლოს დაჩის ხმა ადევს"- წერს მომღერალი.

კომენტარი