ქართველი ხელოვანის ექტრავაგანტური ხედვა - გამოფენა 7 SENSE

7Sense, ხელოვნების ორ უმნიშვნელოვანეს დარგს- მუსიკასა და შეყოვნებულ წამს აერთიანებს; წამს, რომელიც წარსულში შეჩერებისა და მოგზაურობის საშუალებას იძლევა; წამს, რომელიც ყოველივე ჩვენგანის ცხოვრებაში უკვე მოხდა და წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება განახლდეს და გაღვივდეს აწმყოში, ისევ აღიძრას და კვლავ ხორცი შეასხას დიდი ხნის მივიწყებულ გრძნობებს.




მოცემული ფოტო მასალა წარმოადგენს გრძნობებისა და შუქჩ-რდილების დრამატულ პალიტრას, რომელიც დაკავშირებულია ფუჭად გაფლანგულ დროსთან. ფოტოგრაფი პრიორიტეტად მიიჩნევს ბინძურ, ბავშვურ მავნე ჩვევებს, რომლებიც განპირობებულია კინემატოგრაფიისადმი ლტოლვით და დროს, რომელიც ოცნების მოლოდინში დაიკარგა.
გამოფენის მიზანია აჩვენოს ინდივიდუალიზმის მნიშვნელობა, რადგან სწორედ ისაა წყარო სხვა ველური, მაგრამ წრფელი სილამაზისა.


კომენტარი