კადაფი თავის მედდას არ ეტრფოდა

ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მედდა გალინა კოლოტნიცკაია, სავარაუდოდ, ნორვეგიაში იმყოფება, როგორც მნიშვნელოვანი წყარო, რომელმაც პოლკოვნიკ კადაფის ადგილსამყოფელის შესახებ იცოდეს. ამის შესახებ უკრაინული გაზეთი „სეგოდნია“ სპეცსამსახურის ანონიმურ თანაშრომელზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ინფორმაციით, უკრაინელ მედდას ნოვერგიაში, როგორც ჩანს, პოლიტიკური თავშესაფრის მიღება სურს. კოლოტნიცკაია სამშობლოში ლიბიაში ომის დაწყების შემდეგ დაბრუნდა. „ნორვეგია ნატოს წევრია. შესაძლებელია, ეს ქვეყანა მედდისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე დათანხმდეს, ვინაიდან ის დიდხანს ცხოვრობდა კადაფის რეზიდენციაში და ინფორმაცია აქვს იმ ადგილების შესახებ, სადაც შეიძლება, ის იმალებოდეს.

ამ მონაცემებით, ოპერაცია „ოდისეის განთიადის“ მონაწილეები არიან დაინტერესებულნი, რომლებიც ჯამაჰარიის ლიდერზე ნადირობენ. ამიტომ, სავარაუდოდ, იმედოვნებენ, რომ მისი დაკითხვით, ლიბიაში სამოქალაქო ომის შეწყვეტას და ხელისუფლებაში ამბოხებულების მოყვანას შეძლებენ“ – აცხადებს „სეგოდნიას“ წყარო.

ნორვეგიის ხელისუფლება კოლოტნიცკაიასათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. კადაფის ყოფილი მედდის ოსლოში გადაფრენის შესახებ ცნობა, კოლოტნიცკაიას ქალიშვილმა დაადასტურა. თუმცა რატომ წავიდა დედამისი სკანდიანავიაში, ამის შესახებ არაფერი იცის.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელი მედდის შესახებ ვრცელდება ცნობები, რომ ის მუამარ კადაფისთან სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებოდა. თუმცა, მედდის ნაცნობები ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ კოლორნიცკაიას და კადაფის რომანის შესახებ ხმები სრული სიცრუეა.

მეორე ვერსიით, უკრაინელი მედდა სასიყვარულო ურთიერობაში ლიბიის ლიდერის ვაჟთან სეიფ ალ–ისლამთან იმყოფებოდა, რომელიც დღეისათვის უკვე გარდაცვლილია. მაგრამ მედდის კოლეგები იმასაც ამბობენ, რომ ნორვეგიაში გამგზავრებამდე კოლოტნიცკაია თურექეთში ისვენებდა, სადაც მას თან საქმრო ახლდა. საქმრო აღმოსავლეთ ევრიპის ერთერთი ქვეყნიდანაა და ის მედდამ ლიბიაში გაიცნო.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ამოწმებს, მოითხოვა თუ არა უკრაინის მოქალაქე მედდამ თავშესაფარი ნორვეგიაში. ჯერჯერობით, ოფიციალური, დადასტურებული ინფორმაცია ამის შესახებ არ ვცელდება.

კომენტარი