სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტალონემ დიზაინერობა გადაწყვიტა

ფილმში რომ კუნთმაგარი ჯარისკაცის ან პოლიციელის როლი შეასრულო, ამას მოქნილობა და დიდი ძალა სჭირდება. ამასთან, ამ როლისთვის ასაკით პატარა უნდა იყო.

ამიტომ, 64 წლის სილვესტერ სტალონემ გადაწყვიტა, რაიმე ახალი საქმე გამოენახა და დიზაინერობა დაიწყო. ის სულ მალე ტანსაცმლის საკუთარ ხაზს შექმნის.

ჯინსები და სპორტული ფეხსაცმელი, სილვესტერი სწორედ ამით აპირებს ფულის კეთებას. მან სახელი 1982 წელს გამოსული ფილმით, „რემბო - პირველი სისხლით“ გაითქვა. ამის შემდეგ კი, ძირითადად, ბოროტ ბიძიებთან მებრძოლის როლებით კმაყოფილდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100