სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მელაძე:"ერთადერთი, რაც შემიძლია სალომეს ვურჩიო, ცოტა მარტივი კომპოზიცია შეარჩიოს"

მომღერალმა ვალერი მელაძემ "ახალი ტალღის" მეორე საკონკურსო დღე და სალომე ქათამაძისა და დუეტ "ჯორჯიას" შესრულებული "ჯეირანი" შეაფას. რაც შეეხება ტოტო კუტუნიოს შეფასებას, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა:

"ძალიან რთული სიმღერა იყო. "ჯორჯია" ძალიან ძლიერი დუეტია, სალომეც შესანიშნავად მღერის. მათი გამოსვლა პროფესიონალებმა უმაღლესი ქულებით შეაფასეს. ყველანი აღფრთოვანებულები არიან. რაც შეეხება კუტუნიოს, მას ამ სიმღერაზე ალბათ ეძინა, გაეღვიძა და არ მოეწონა, რომ გააღვიძეს. ერთადერთი, რაც შემიძლია სალომეს ვურჩიო, ცოტა მარტივი კომპოზიცია შეარჩიოს" - აღნიშნა მელაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100