სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შორენა ბეგაშვილის პასუხი თიკო სადუნიშვილს: წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი!

ტელეწამყვანმა თიკო სადუნიშვილმა hot.ge-სთან ინტერვიუში ის ისტორიები გაიხსენა, რომელთა წყალობითაც მან ეპატაჟური ტელეწამყვანის სტატუსი დაიმკვიდრა. 5 წუთიან ინტერვიუში თიკომ მოკლედ ისაუბრა TL-თან სკანდალურ კოცნაზე, შორენა ბეგაშვილთან დაძაბულ ურთიერთობასა და სხვა სკანდალებზე.

„შორენასთან კონფლიქტი ერთ-ერთი სიუჟეტის გამო მოხდა. შორენა ერთ-ერთ კლუბში დიზაინერ ლაშა მდინარაძესთან ერთად მოვიდა, მე მივედი და მიკროფონით ვკითხე ვინ არისთქო ლაშა შენთვის. შორენამ მიპასუხა საქმროაო, მე კი ჩავაცივდი თუ მართლა საქმროა აკოცეთქო. შორენამ მითხრა ტელეკამერების წინ როგორ ვაკოცოვო, მე ვუპასუხე რა ამაზე მეტი არ გაგიკეთებიათქო და მაშინ რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ამ ჩემს ფარაზსთან ჩაესვა კადრები ფილმიდან „ოცნების ქალაქი“ სადაც შორენას ეროტიული სცენებია. ამაზე შორენა გაბრაზდა და გაგვიფუჭდა ურთიერთობა. არადა ეს შორენასთვისაც კარგი პიარი იყო. მართალია შორენას მაშინ პოპულარობა არ აკლდა, მაგრამ ვინც კი მანამდე ამბობდნენ, რომ შორენა არ იყო ქართველი წმინდა გოგო, იმათ შეეცოდათ და მოეწონათ კიდეც. მე ვფიქრობ ამან შორენაზე ძალიან კარგად იმუშავა.“ - განაცხადა თიკომ ჰოთჯისთან ინტერვიუში.

აღნიშნულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილი გამოეხმაურა და თიკო სადუნიშვილს საკმაოდ „მწარე“ სტატუსი მიუძღვნა. განაწყენებულმა ბეგაშვილმა თიკოს ექსნარკომანი, დედობაჩამორთმეული და წარსულში ციხეში გამოძახებაზე მოსიარულე ქალი უწოდა. droni.ge შორენა ბეგაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

„თიკო,საყვარელო, დაგითმობ ჩემი დასვენების 3 წამს (მეტად არ ღირხარ). მე გაგაფრთხილე, რომ ჩემზე არ გელაპარაკა (მაგრამ შენ პირს რა დახურავს)) ტელეკამერების წინ მე ბევრი რამე გამიკეთებია, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთვის სუფთა იყო, თუმცა ეს არავის გასარჩევი არ არი. და შენ რა გგონია ციხეში რომ დადიოდი გამოძახებაზე ეს მარტო შენ იცი? სახელი გაითქვი იმით, რომ ყველა გადაცემაში ჩემი ლანძღვით იყავი დაკავებული, რამ გაგაბოროტა, მე ხო მაინც არაფერი მომაკლდება ამით, წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცეები? იფიქრე ბევრი სანამ შენ აზრებს გადმოაფრქვევ. ან წადი ბავშვს მიხედე, თუმცა ამასაც ვერ გააკეთებ, დედობა გაქვს ჩამორთმეული.“ - წერს შორენა სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100