სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ფორბსი" - ანჯელინა ჯოლი 33 მილიონით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია

გამოცემა "ფორბსის" მიხედვით, ანჯელინა ჯოლი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალია ჰოლივუდში. 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივლისის პერიოდში ჯოლის შემოსავალმა 33 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ჯოლის ბოლო ფილმი იყო 2010 წელს გადაღებული „ტურისტი,“ სადაც კინომსახიობმა ჯონი დეპთან ერთად ითამაშა. შემდგომი 3 წლის განმავლობაში ანჯელინა ჯოლი ეკრანზე არ გამოჩენილა, თუმცა მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა ფილმში "სისხლისა და თაფლის მიწაზე", რომელიც ბოსნიის ომზეა შექმნილი.

ანჯელინა ჯოლი ეკრანებზე 2014 წელს გამოჩნდება უოლტ დისნეის ფილმში "დამღუპველი".

ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალთა სიის მეორე ადგილზე მოხვდა ჯენიფერ ლოურენსი, 26 მილიონი დოლარით, მესამე ადგილზეა კრისტენ სტიუარტი 22 მილიონით.

მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებენ ჯენიფერ ანისტონი და ემა სტოუნი. ტოპ-ათეულში ასევე მოხვდნენ სანდრა ბალოკი, ნატალი პორტმანი და ჯულია რობერტსი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100