სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი კოცნა იციან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებმა?

ვერძი – დამახასიათებელია ჯიუტი და ვნებიანი კოცნა, ხანმოკლე, მაგრამ იმდენად ძლიერი,რომ ნაკვალევს ტოვებენ. აღსანიშნავია, რომ ვერძები მაშინ კოცნიან, როდესაც კარგ ხასიათზე არიან. ხოლო, ვინაიდან ვერძებს იშვიათად აქვთ დადებითი განწყობა, დიდი ხანი მიგიწევთ ლოდინი.

კურო – რადიკალურად განსხვავდება წინა ნიშნისგან. უყვარს ხანგრძლივი კოცნა,რბილად და ნაზად. ძალიან გაბრაზებულიც რომ იყოს, მისგან კოცნა სავსებით მოსალოდნელია. ძალიან ერთგული პარტნიორია

ტყუპები – ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები კოცნას აღმერთებენ. მსოფლიო რეკორდის დამყარება შეუძლიათ კოცნაში. მუდამ სიახლეს ეძებენ.

კირჩხიბი – უყვარს როდესაც კოცნიან. თავადაც ხშირად კოცნის ოღონდ მხოლოდ მას, ვინც უყვარს. არ უყვარს ,ამის გაკეთება საჯაროდ. თუ გაბრაზებულია, სანამ არ გაპატიებთ, მის კოცნას ნუ დაელოდებით.

ლომი – ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის დამახასიათებელია ვნებიანი და ძლიერი კოცნა

ქალწული – მოკრძალებული და თავმდაბალია. სხვა ნიშნებთან შედარებით, ყველაზე იშვიათად კოცნის. ეს ყველაფერი კი უნდობლობის და ზიზღის გამო ხდება, ჰგონიათ რომ გადამდებ ინფექციას შეიძენენ..

სასწორი – კოცნის კიდევ ერთი ექსპერტი. შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ამ ხელოვნებას ადრეული ბავშვობიდან ეუფლება. უყვარს ნაზი და ხანგრძლივი კოცნა

მორიელი – უყვარს ფარული და გასაიდუმლოებული კოცნა, რაც სექსუალურ სურვილს აღნიშნავს.

მშვილდოსანი – განსაკუთრებულ შემთხვევებში უყვარს კოცნა. ვერ ვუწოდებთ, ძალიან სუსტი კოცნა იცის, თუმცა, მშვილდოსანი ძალიან ცდილობს ვნებიანი იყოს, რის გამოც, ხანგრძლივი კოცნა ახასიათებს.

თხის რქა – ვნებას იმ ადამიანების მიმართ გამოხატავს, ვინც მართლა უყვარს. დანარჩენ შემთხვევაში ცივი კოცნა ახასიათებს. საჯაროდ არ გამოხატავენ საკუთარ გრძნობებს.

მერწყული – ექსპერიმენტების მოყვარულია. ნაზი, ვნებიანი, მეგობრული კოცნით აოცებს პარტნიორს. უყვარს კოცნა ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

თევზები – ამ ნიშანს, ისევე როგორც კირჩხიბს, უყვარს როდესაც მას კოცნიან. ამავდროულად, არამიწიერ შეგრძნებები აქვს. კოცნის მთელი სულითა და ხორცით. რეალობისგან სრულიად წყდება. სუსტი კოცნა ახასიათებს, მაგრამ თუ გაკოცათ, დარწმუნებული იყავით, რომ უყვარხარ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100