სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Forbes-მა ყველაზე ძვირადღირებული მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა

ჟურნალმა Forbes-მა, ყველაზე წარმატებული ტოპ-მოდელების მორიგი ათეული გამოაქვეყნა. რეიტინგის პირველ ადგილზე, მეორედ, ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი გავიდა. ბუნდჰენი მხოლოდ პოდიუმზე გამოსვლით არ არის დაკავებული. ის ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებშიც მონაწილეობს. ის რეკლამირებას უკეთებს Dolce & Gabbana–ს, Dior–ისა და Versace–ს კოლექციებს.

Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილზე ჰაიდი კლუმი გავიდა, რომლის შემოსავალიც წელიწადში 20 მლნ დოლარს შეადგენს, მესამე ადგილზე კი 14 მლნ-იანი შემოსავლით კეიტ მოსია.

მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს ყველაზე წარმატებული ტოპ–მოდელი, ფეხმძიმედ იყო, ამას მისი კარიერისთვის ხელი არ შეუშლია. მან სწორედ ფეხმძიმობის პერიოდში გადაღებებით და ჩვენებებით, 45 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100