კლიჩკომ ჰოლივუდის მსახიობი მიატოვა

მსოფლიო ჩემპინმა კრივში, ვლადიმირ კლიჩკომ და ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჰაიდენ პანეტერიმ მედია სივრცეს ოფიციალური განშორების შესახებ შეატყობინეს.

„მე მადლობას ვუხდი ჰეიდენს ჩვენი ურთიერთობისათვის. განვლილი თვეები შეუდარებელი იყო! მაგრამ ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ურთიერთობის შენარჩუნება უფრო და უფრო ჭირდა. ხელი სიშორემ შეგვიშალა. ჰეიდენი ამერიკაში ცხოვრობს, მე კი სრულიად სხვა კონტინენტზე. ჰეიდენს ვაფასებ, როგორც ადამიანს და პატივს ვცემ როგორც ქალბატონს. დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრებად დავრჩებით.“ – განაცხადა სპორტსმენმა.

აღნიშნულ ვითარებაზე ჰეიდენმაც გააკეთა კომენტარი: „მიუხედავად იმისა, რომ დავშორდით, ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ და სამომავლოდ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიქნებით.“

საზოგადოებას კი სურს გაარკვიოს რამდენად რეალურია მათ მიერ დასახელებული მიზეზი, სიშორესთან დაკავშირებით. ამერიკელმა ჟურნალისტებმა ყოფილ წყვილს ასეთი კითხვაც კი დაუსვეს: „როგორ კოცნით ერთმანეთს, თუ ვლადიმირის სიმაღლე 1,98–ია ჰაიდანის კი – 1,55?“ უკრაინელმა სპორტსმენმა უპასუხა: „ჰაიდენს კიბე აქვს და როცა სურს მაკოცოს, უბრალოდ ამ კიბეზე ადის.“

კომენტარი