სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლინდსი ლოჰანს შეშლილი თაყვანისმცემლის მოკვლა სურს

ლინდსი ლოჰანი კიდევ ერთ უსიამოვნებაში გაეხვია. სკანდალებით ცნობილ მსახიობს ახალი პრობლემა აქვს - შეშლილი თაყვანისმცემელი, რომელიც მას მუქარის წერილებსა და უცნაურ საჩუქრებს უგზავნის.

მსახიობის ახლობლების ინფორმაციით, ლოჰანი ძალიან შეშინებულია. ამასთანავე ვარსკვლავის პირადი დაცვა თაყვანისმცემლის ვინაობის დადგენას ვერ ახერხებს. ლინდსიმ პოლიციას მიმართა დახმარებისათვის და აღნიშნულ ვითარებაზე კომენტარიც გააკეთა:

„ეს მანიაკი სიკვდილით მემუქრება. სინამდვილეში, ძალიან შეშინებული ვარ! ჩემს თაყვანისმცემლებს მინდა ვთხოვო, რომ ჩემს გვერდით იყვნენ და ამ რთული დღეების დაძლევაში დამეხმარონ.“

ჩატარებულმა გამოძიებამ სიტუაცია კარგ შედეგამდე მიიყვანა. პოლიციამ მსახიობის თაყვანისმცემელი იპოვნა. გაირკვა, რომ მამაკაცი ოთხი წელია მსახიობს ეთაყვანება და პერიოდულად თავს ახსენებს უცნაური საჩუქრებითა თუ მუქარის წერილებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100