„სერიული მასხარა“ ამჯერად ბრედ პიტს დაესხა თავს

ფილმ Maleficent - ის პრემიერაზე, ჰოლივუდის ვარსკვლავ ბრედ პიტს თავს დაესხნენ.

ინციდენტი წითელ ხალიჩაზე ზუსტად იმ დროს მოხდა როდესაც ბრედი ავტოგრაფებს არიგებდა და ფანებთან ერთად ფოტოებს იღებდა. მსახიობს თან ახლდა დაცვა თუმცა, უსიამოვნო შემთხვევა მაინც მოხდა და პიტს სილა გააწნეს.

თავდამსხმელი ადგილზევე დააკავა პოლიციამ. აღმოჩნდა, რომ ბრედ პიტს სახეში სკანდალურმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ვიტალი სედიუკმა გაარტყა.

სერიულ prankster (მასხარა) -ად წოდებული ვიტალი ფართო საზოგადოებამ ერთი წლის წინ, მოსკოვში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიცნო, მაშინ ჟურნალისტმა უილ სმიტს ტუჩებში კოცნა დაუპირა და პასუხად სმიტმა მას სახეში ხელი გაარტყა.

უილ სმიტის შემდეგ სედიუკის მსხვერპლი გახდა ამერიკა ფერერა, რომელსაც ჟურნალისტი კაბის ქვეშ პირდაპირ კანის კინოფესიტივალის წითელ ხალიჩაზე შეუძვრა. სკანდალური უკრაინელი შედარებით ლმობიერი იყო ბრედლი კუპერთან და ლეონარდო დიკაპრიოსთან, რომლებსაც მუხლებზე დაუჩოქა და ფეხებზე შემოეხვია. განსაკუთრებით უხეში იყო ვიტალის გამოჩენა ნიუ-იორკის ერთ-ერთ მოდურ ღონისძიებაზე, სადაც ის თითქმის შიშველი გამოცხადდა. ამ ყველაფრის შემდეგა ყვითელმა პრესამ მას სერიული მასხარა უწოდა.

კომენტარი