სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არნოლდ შვარცენეგერის მეუღლე სხვა მამაკაცმა დაამშვიდა

ირლანდიური ჯგუფის “U2”-ს სოლისტმა, ბონომ მსახიობისა და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის, არნოლდ შვარცენეგერის ყოფილი მეუღლე გაამხნევა. წყვილი ლოს–ანჯელესის ერთ–ერთ რესტორანში შენიშნეს და პაპარაცებმა სადილის დროს დააფიქსირეს.

ბონო და შრაივერი დიდხანს საუბრობდნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი ერთმანეთის ოჯახობრივ მდგომარეობას განიხილავდნენ. ამ დროისათვის კი ჟურნალისტები შრაივერის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ. ამასთანავე, ბონოსთან შეხვედრის შემდეგ, არნის ყოფილი მეუღლე ფიტნეს–კლუბს ესტუმრა, შემდეგ ყავა მიირთვა და საღამოს ვაჟთან, პატრიკთან ერთად რესტორანს სავახშმოდ ესტუმრა.

თავად კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს გარკვეული სანქციები დაეკისრება. შტატის გენპროკურორი მის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს. არნის ბრალად ედება კვალის დასაფარად მომსახურე პერსონალის გამოყენება.

ყოფილი პოლიციელი, უილიამ ტეილორი აცხადებს, რომ არნი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს მეგობარი გოგონების ერთ–ერთი სასტუმროს ნომერში მისაყვანად იყენებდა. ტეილორმა დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც გუბერნატორი სამჯერ სრულიად მარტო მივიდა სასტუმროში, რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციელები ქალბატონებთან ერთად გამოჩნდნენ. მათ ქაბატონები მომსახურე პერსონალის შესასვლელიდან შეაცილეს და გუბერნატორის ნომერთან დატოვეს.

ყოფილი პოლიციელის თქმით გოგონები 18–დან 25 წლამდე ასაკისანი იყვნენ. ყოველი მათგანი ქერა თმითა და ღამის კლუბისთვის შესაფერისი ტანისამოსით იყო შემოსილი. ისინი არნის ორიდან ოთხ საათამდე სტუმრობდნენ. ტეილორი ამბობს, ისინი იმიტომ ეხმარებოდნენ გუბერნატორს, რომ იგი მომსახურე პერსონალს ემუქრებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100