ერთსქესიანთა ქორწინების 10 ყველაზე გახმაურებული ისტორია

გეი წყვილებს შორის ქორწინება ბევრ ქვეყანაშია დაშვებული. ზოგიერთები ასეთ ქვეყნებში საცხოვრებლად სპეციალურადაც კი გადადიან, რათა საკუთარი სიყვარული დააკანონონ. გეი წყვილებს შორის არიან ცნობილი ადამიანებიც. ჩვენ გთავაზობთ ერთსქესიანთა ქორწინების 10 ყველაზე გახმაურებულ ისტორიას.

Joseph Altuzarra and Seth Weissman - ყველაზე ახალი ამ წყვილის "ლავსთორია". დიზაინერისა და მისი პარტნიორის კანონიერი თანაცხოვრება მხოლოდ რამდენიმე დღეს ითვლის.

Christopher Bailey and Simon Woods - ბარბერის აღმასრულებელი დირექტორი თავის რჩეულზე, საიმონზე 2012 წელს დაქორწინდა.

Ellen Degeneres and Portia de Rossi - ცნობილმა ტელეწამყვანმა ელენ დეჯენერესმა პორტია დე როსსი ცოლად 2008 წელს, ლოს ანჯელესში მოიყვანა.

Elton John and David Furnish - ელტონ ჯონმა და დევიდ ფარნიშმა 21 წლიანი რომანი საბოლოოდ ქორწინებით დააგვირგვინეს. უფრო მეტიც მათ სუროგატი დედის დახმარებით შვილებიც კი გააჩინეს.

Cynthia Nixon and Christine Marinoni - არატრადიციული 8 წლიანი ურთიერთობა ქორწილით დააგვირგვინა სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" ვარსკვლავმა სინტია ნიქსონმაც. ის 2012 წელს ცოლად ქრისტინა მარინონს გაყვა.

Cheyenne Jackson and Jason Landau - მსახიობმა ჩეიენ ჯექსონმა წელს თავის პარტნიორზე იქორწინა.

Neil Patrick Harris and David Burtka - ქორწილენით დასრულდა გეი წყვილის, ცნობილი მსახიობის ნილ პატრიკ ჰარისისა და მისი პარტნიორის ურთიერთობაც. Michael Kors and Lance LePere - ცნობილმა დიზაინერმა მაიკლ კოსმა არატრადიციული ურთიერთობა 2010 წელს დააკანონა. მან რჩეულთან ერთად ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადა. Nate Berkus and Jeremiah Brent - 2014 წელი კიდევ ერთი წყვილისთვის აღმოჩნდა ბედნიერი. ინტერიერის დიზაინერის ნეით ბერკუსის ქორწილი ნიუ იორკში გაიმართა. Wanda Sykes and Alex Niedbalski - წყვილი ქორწინებას 2008 წლმადე საგულდაგულოდ მალავდა.

კომენტარი

×