კეტრინ ზეტა-ჯონსი გამოჯანმრთელდა

კეტრინ ზეტა-ჯონსმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები საბოლოოდ დაამარცხა. მძიმე წლის შემდეგ, მსახიობი ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა - მას ბიპოლარული აშლილობა აწუხებდა და ინტენსიური მკურნალობის კურსს საჭიროებდა. ვარსკვლავმა, რომ ავადმყოფობას სძლია, ამაში მისი კოლეგები და მეგობრები მაშინ დარწმუნდნენ, როდესაც ის „ტონის“ დაჯილდოებაზე გამოჩნდა.

„ტონის“ ყოველწლიურად „ბროდვეიზე“ წარდგენილ სპექტაკლებს და მათში მონაწილეებს გადასცემენ. 41 წლის ოსკაროსანი ავად აპრილში გახდა.

ეს ყველაფერი, ექიმების განცხადებით, რთული წლის ბრალია. ზეტა-ჯონსი ქმრის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ დუგლასმა ყელის კიბო დაამარცხა, მისი მეუღლე დღემდე იმკის რთული წლის შედეგებს.

კომენტარი