მსოფლიო კინოს ბაზარზე ლიდერობა „მანქანების“ მეორე ნაწილმა მოიპოვა

სტუდია „Pixar“-ის პოპულარული ანიმაციური ფილმის, „მანქანების“ მეორე ნაწილმა მსოფლიო კინო ბაზარზე ლიდერობა მოიპოვა.

ჩრდილოეთ ამერიკაში აღნიშნულმა ანიმაციამ 68 მილიონი ამერიკული დოლარი მოაგროვა, ანუ 8 მილიონი ამერიკული დოლარით მეტი, ვიდრე მულტსერიალის პირველმა ნაწილმა, რომელიც 2006 წელს შეიქმნა. რაც შეეხება თანხის საერთო რაოდენობას, სნიმაციურმა ფილმა 110 მილიონი ამერიკული დოლარის მოგროვება შეძლო.

ამერიკულ კინოგაყიდვებში კომედია „ძალიან ცუდი მასწავლებელი“ მეორე ადგილს დასჯერდა, მთავარ როლს კამერონ დიასი ასრულებს და ფილმმა სულ 31 მილიონის მოგროვება შეძლო. მესამე ადგილი ფანტასტიკამ, „მწვანე ფანარმა“ 18,4 მილიონით დაიკავა.

კომენტარი