"მინდიხარ ისევ" - იუნა შაფათავა თავის დაწერილ ლექსთან ერთად შიშველ ფოტოს აქვეყნებს

იუნა შაფათავა სექსუალურ ფოტოს აქყევნებს. სურათთან ერთად კი მისივე დაწერილ ლექსსაც გვთავაზობს:
"ღამის ხმაურმა სარკმელი გააღოშემოდგომის სურნელით მოგონება ააფრიალა,
ლარნაკში ვარდებს ფოთლები
მოწყვიტა
და წარსულის მონატრებით გამაჟრიალა...

როდესაც შენი სხეულის სითბო
მათბობდა,
ჩემს გულის ცემას გრძნობდი, მაჯებში
რამდენმა ქარმა გამოიარა
და გამხმარი ფოთლები, მაყარა სახეში....

დამჭკნარი ვარდების სურნელიც დამაკვდა
და ვნებით შენით, მავსებდა ღამე
მორჩა, სადღაც ეს კინო დამთავდა
ფირს ვატრიალებ, ვკვდები კადრებში...

გაცვეთილ ზღურბლზე, დგას მოგონებად
სურვილი ძველი, ბზარებით სავსე,
შავდება თვალებში წარსულის ფერი
მინდიხარ ისევ, დაიწყო წამება

შემოდგომაა. კვლავ ჩალისფერი
მოგონებების თარეშის დროა
ქარის მოტანილ ხმაურსაც
თითქოს
შენი სხეულის სითბო თან მოაქვს..."

კომენტარი