მაკა შალიკაშვილი საოცნებო რეჟისორისა და ცხოვრების სიყვარულის შესახებ - ბლიც ინტერვიუ მსახიობთან

კინოსა და თეატრის მსახიობ მაკა შალიკაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მისი პროფესია დატვირთულია სხვადასხვა სპექტაკლებითა და გადაღებებით.

ამჟამად ახალ ფილმზე მუშაობს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, საინტერესო სცენარითა და რეჟისორით გამოირჩევა, თუმცა რომელ ფილმზეა საუბარი, ამას ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

დრონი.ჯი გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს მსახიობთან:

ასაკი - 30-ს ზემოთ

პროფესია - მსახიობი

საქმიანობა - ვმუშაობ გორის და ილიაუნის თეატრებში

ბავშვობის ოცნება - ბავშვობიდანვე ვოცნებობდი მსახიობობაზე

ის, რის გარეშეც ვერ ძლებ - ყველაფრის გარეშე შემიძლია გავძლო

ცხოვრების დიდი სიყვარული - თინანო (შვილი)

ხარ თუ არა შეყვარებული ახლა? - კი

ყველაზე ცუდი ჭორი, რაც საკუთარ თავზე გაიგე - ჭორებს არ ვაქცევ ყურადღებას

სოცნებო რეჟისორი, ვის ფილმშიც ითამაშებდი - ფელინი

ის, რასაც ყველაზე დიდი ემოცია მოაქვს შენამდე - მაღალი არტისტიზმი, არა აქვს მნიშვნელობა მუსიკა იქნება, სიმღერა, ფილმი თუ სპექტაკლი, მაღალი დონის ნამუშევარს ყოველთვის ემოციურად ვხვდები

ხარ თუ არა კმაყოფილი საკუთარი თავით - ხან კი, ხან არა

კომენტარი