ვალერი მელაძე საკუთარი ქალიშვილის ქორწილში არ გამოცხადდა

მომღერალ ვალერი მელაძის ქალიშვილი ინგა სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა, ძალიან მოკრძალებული ქორწილი ჰქონდა და მხოლოდ ვიწრო საახლობლო წრე ჰყავდა მოწვეული. ვიწრო წრე კიდევ უფრო შევიწროვდა, რადგან ყველა სტუმარი არ გამოცხადდა წვეულებაზე. პატარძლის მამა გაურკვეველი მიზეზების გამო ქორწილში არ იმყოფებოდა. როგორ მისმა ყოფილმა ცოლმა ირინამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში აღნიშნა, ვალერიმ ქალიშვილს ტელეფონით მიულოცა დაოჯახება. ირინამ ასევე თქვა, რომ ინგა ძალიან გულდაწყვეტილი დარჩა ამ ფაქტით და შემოდგომით კიდევ ერთ, ამჯერად დიდ საქორწინო ცერემონიას გეგმავს იმ იმედით, რომ ყველა მიწვეული სტუმარი დაესწრება.

კომენტარი