კიმ კარდაშიანი და ქენი უესტი მესამე შვილის მშობლები გახდებიან

ვარსკვლავური წყვილი კიმ კარდაშიანი და ქენი უესტი მესამე შვილზე ფიქრობენ. ინიციატივა რეპერ ქენისგან წამოვიდა, რადგან მას ძალიან უნდოდა კიდევ ერთი პატარა, ამიტომ მათ ხელოვნური განაყოფიერების ცენტრს მიაკითხეს და სუროგატი დედის შერჩევა დაიწყეს. სააგენტოს, რომელიც შესაფერის კანდიდატ შეარჩევს, კარდაშიანი და უესტი დაახლოებით 69 ათას დოლარს გადაუხდის, ხოლო თავად სუროგატს 45 ათას დოლარს. თუ ქალი პირველივე ცდაზე დარჩება ორსულად, ვარსკვლავური წყვილი მას კიდევ 5 ათას დოლარს აჩუქებს.

კომენტარი