პირველი გამოჩენა ახალდაბადებულ შვილთან ერთად - იან სომერჰალდერი და ნიკი რიდი პაპარაცებმა შვილთან ერთად დააფიქსირეს (ფოტო)

ივლისის ბოლოს ნიკი რიდი და იან სომერჰალდერი მშობლები გახდნენ - მათ გოგონა შეეძინათ.

გუშინ კი ახალი მშობლები პაპარაცებმა ლოს ანჯელესში სასურსათო მაღაზიასთან შვილთან ერთად დააფიქსირეს და მათ ფოტოებიც გადაუღეს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკი რიდის ფიგურა ფოტოებში კარგად არ ჩანს, მსახიობი მშობიარობის შემდეგ მშვენივრად გამოიყურება. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ მსახიობმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც იოგითაა დაკავებული. როგორც ჩანს სწორედ იოგის მეშეობით ჩადგა ფორმაში მშობიარობის შემდეგ ნიკი რიდი. შეგახსენებთ, რომ იან სომერჰალდერი და ელენა დობრევა სწორედ ნიკი რიდის გამო დაშორდნენ, არადა „ვამპირის დღიურებიდან“ ეს ორი მაყურებლის საყვარელი წყვილი იყო. მათი ფან-კლუბები მრავლადაა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.



თარგმნა: ტაისია ამაშუკელი; დრონი.ჯი

კომენტარი