"სოსო პავლიაშვილთან და მასტერთან დუეტს ვწერ" - "დრონი.ჯი"-ს ინტერვიუ ნინა წკრიალაშვილთან

სექსუალური და მიმზიდველი ქალბატონია. ქართველ სექსსიმბოლოზეც ერთ-ერთი პირველი სწორედ ის გახსენდებათ. საზოგადოებამ წლების წინ „მატირეთი“ გაიცნო. შემდგომ კი „ფლეიბოის“ მიმზიდველი ფოტოებით აღაფრთოვანა ხალხი. ფიზიკური და ვოკალური მონაცემების გარდა თავი მაყურებელს ტელეწამყვანობითაც მოაწონა. ბოლო რამდენიმე თვეა ნინა წკრიალაშვილი ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. როგორ გაატარა ზაფხული და რას უნდა ველოდოთ მისგან ახალ სეზონზე, ამ თემებზე სასაუბროდ „დრონი.ჯი“ მომღერალს დაუკავშირდა:

- როგორ გაატარეთ ზაფხული, სად ისვენებდით?

ბათუმში ვიყავი დასასვენებლად რამდენიმე დღე. შემდეგ ათენში ჩავედი მეგობრებთან ერთად. იქიდან კი კუნძულზეც გადავედით. გრიგოლეთში მივდიდოი ხოლმე ასევე ჩემ მეგობართან.

- ამ ეტაპზე არსად ჩანხართ, რა გეგმები გაქვთ, თუ გიხილავთ რომელიმე გადაცემაში?

1 ოქტომბრიდან მარაოზე ვბრუნდები. გადაცემა „პომადა“ ისევ ეთერში გავა. ორი თვე გაჩერებული იყო ყველაფერი, ეხლა კი ვიწყებთ აქტიურად მუშაობას. გადაცემა ახლა უფრო მრავალფეროვანი იქნება, გვეყოლება უფრო კარგი სპონსორები. ვეცდებით, რომ ქართველი ქალბატონები უფრო გავახაროთ.

გადაცემა „გარდერობი“ ამოვწურეთ. ჩაწერის დროს ორი პრობლემა გვხვდებოდა: ცნობად ადამიანებს ისეთი ძვირადღირებული ნივთები ჰქონდათ რომ ჩვენი სოციალური ფონიდან გამომდინარე, არ სურდათ საჯაროდ ეჩვენებინათ ხალხისთვის. ხოლო მეორე ნაწილს თავისი ძველი გარემონტებული ბინის გადაღება არ უნდოდათ.


- თუ აპირებთ სიმღერების ჩაწერას?

მინდა ერთი-ორის გაკეთება. დუეტს ვგეგმავ რეპერ მასტერთან. უკვე ვმუშაობთ სიმღერაზე. გვინდა, რომ ყველას მოეწონოს, უფრო კი თინეიჯერებზე იქნება გათვლილი. ვფიქრობ კლიპსაც გავაკეთებთ. ასევე, სოსო პავლიაშვილმა თავისი სიმღერა „შენთან ვიქნები“ მაჩუქა. მითხრა, მოდი დუეტი ჩავწეროთო და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის დიდი პატივია სოსოსთან ერთად სიმღერა, ძალიან მიხარია.

- ბიზნესშიც მოსინჯეთ ძალები, ქალის თეთრეულის გამოშვება დაიწყეთ. რამდენად წარმატებულად წარიმართა საქმე?

დავიწყეთ ბიზნესი მაგრამ დრო არ მყოფნიდა. პასუხისმგებლობის გრძნიობა მაქვს და რადგან ვერ ვასწრებდი, ჩემს თანაპარტნიორს დავუთმე. რაღაც პერიოდი როცა თავისუფალი ვიყავი ბევრი რამე გავაკეთე, მეგობრობა ისაა კეთილსინდისიერი იყო, რომ ერტად გვეკეთებინა საქმე, ახლა უფრო მშვიდად ვარ. მომავალში მინდა მქონდეს ჩემი ბიზნესი, როცა მეტი დრო მექნება. რაღაც იდეები მაქვს, ვნახოთ. საერთოდ, ჯობია ბიზნესი მარტო გქონდეს. წარმატებით წავა საქმე გაგიხარდება და თუ ვერ გაამართლებს, სხვას ვერ დააბრალებ.

- მუდმივად ფორმაში ხართ და კარგად გამოიყურებით, როგორ უვლით თავს?

უკვე 40 წლის ვხვდები რამდენიმე თვეში. რომ გითხრათ შიმშილით ვიკლავ თავსთქო, არა. უბრალოდ შევისწავლე ჩემი სხეული, რა პროდუქტი მასუქებს და რა არა. ვცდილობ ვიკვებო დღეში სამჯერ ჯანსაღად. თუმცა, თვეში ერთხელ ან როცა ვისვენებ, ვჭამ ყველაფერს რაც მინდა. შემდეგ კი განტვირთვის დღეებს ვაკეთებ. ასე ვარეგულირებ. პერიოდულად ვვარჯიშობ და ვიკეთებ სახეზე პროცედურებს. თუმცა როდესაც ცხვირი და ტუჩი გაქვს გაკეთებული, უხეში ჩარევები აღარაა საჭირო, ძალიან პლასტმასს რომ არ დაემსაგვსო. მომწონს ცოტა ნაოჭიც. ერთი რაც ბავშვობიდან წესად მაქვს და ვაკეთებ, დილით და ღამით დამატენიანებელს ვხმარობ.

კომენტარი