ექსკლუზივი: ჩინეთში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე "მის მსოფლიო 2017"-ის ქართველი მონაწილის ინტერვიუ "დრონი.ჯი"-სთან

რამდენიმე დღეა რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს „მის მსოფლიო 2017“-ზე ქეთი შეყელაშვილი წარადგენს. „ვიცე მის-საქართველო 2015“-ის ტიტულის მქონე 23 წლის ლამაზი გოგონას ფოტოებმა უკვე ქართული ინტერნეტ-სივრცე ააჭრელა, თუმცა არავინ იცის თავად ქეთის შესახებ.

შეყვარებულია თუ არა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი გოგონა? როდის მიმეგზავრება ის „მის მსოფლიოზე“? ვისი კაბით წარსდგება ქეთი კონკურსზე და ემოციები, რომელიც მოდელს ამ სასიხარულო ამბის გაგებისას ჰქონდა - ამ და სხვა ბევრ საინტერესო თემებზე ქეთი შეყელაშვილი დრონი.ჯი-ს ესაუბრა. ექსკლუზიურად ჩვენთან, ჩინეთში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, "დრონი.ჯი "მის მსოფლიო 2017"-ის ქართველ მონაწილესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

-პირველ რიგში საკუთარ თავზე რომ მოგვიყვე, ვინ არის ქეთი შეყელაშვილი?

ვარ 23 წლის, მყავს დედა მამა და ძმა. მალე ველოდები ძმისშვილს, იმედია ჩამოვუსწრებ მშობიარობას .(იცინის) დავამთავრე ხელოვნებისა და კულტურული მეცნიერების ბაკალავრი ჯავახიშვილში. მაგისტრატურა წელს არ გავაგრძელე და კარგი ვქენი, იმიტომ რომ, დრო არ მაქვს აშკარად. ვარ სამოდელო სააგენტოს მოდელი და „ერისიონის მოცეკვავე“...

- ქეთი, როდის გაიგე „მის მსოფლიო 2017"-ზე გამგზავრების შესახებ - როგორი იყო შენი რეაქცია და ემოციები?

ეს ჩემთვის სრული სიურპრიზი იყო, გავიგე ორი კვირის წინ, რომ „მის მსოფლიოზე“ უნდა წავსულიყავი... და ჩემი პირველი კითხვა იყო „სად მიშვებთ“? ... სამჯერ გავამეორებინე, მართლა ვერ ვიჯერებდი, გული ლამის წამივიდა, ძლივს მოვედი გონს... ძალიან გახარებული ვარ მართლა.

როგორ მოხდა შენი შერჩევა, რა კრიტერიუმებით აგარჩიეს?

არვიცი როგორ შემარჩიეს მართლა, ვარ „ვიცე მის-საქართველო 2015“, ამიტომ ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩემი რომელიმე კონკურსზე შერჩევა, ველოდი კიდეც, რომ აუცილებლად წარვსდგებოდი სადმე, რომელიმე კონკურსზე, თუმცა ეს თუ იქნებოდა „მის მსოფლიო“ ამას ნამდვილად არ ველოდი.

როგორ ემზადები კონკურსისთვის და როდის მიემგზავრები ჩინეთში?

ხვალ ღამით მივფრინავ ჩინეთში, მივდივარ მარტო ასე გადაწყდა. თან ერთი თვით მივდივარ და ძალიან ვნერვიულობ. ჩემი ქვეყნიდან ასე შორს , თან ამდენი ხნით არასდროს ვყოფილვარ, ზოგადად ვერც წარმომიდგენია საქართველოს გარდა სხვაგან ცხოვრება, ამიტომ ძალიან ვნერვიულობ ამაზე, იმედია გავძლებ ... რაც შეეხება მზადებას, ერთი კვირაა არ მიძინია, მიმაქვს „მარიონელას კაბა“, რომლითაც უნდა წარვსდგე და საღამოს კაბაც, ასევე ნაციონალური სამოსიც. ვიღებთ კლიპს და საქველმოქმედო ვიდეოს, გამაქვს ცეკვა აჭარული, რომელიც მარტო უნდა ვიცეკვო „ტალანტ შოუზე“, ცეკვა „ერისიონის“ მოცეკვავეებმა დამიდგეს. თავად მეც „ერისიონის მოცეკვავე“ ვარ.

მინდა ვთქვა ასევე კონკურსის ნომინაციების შესახებ... ნომინაციები იქნება ასეთი: „მის სპორტი“; „ხალხის რჩეული“; „ტოპ-მოდელი“; არის ასევე „საუკეთესო საქველმოქმედო პროექტი“, „მის ტალანტი“და თავისთავად „მის მსოფლიო 2017“, - მე რათქმაუნდა ყველა ნომინაციაში მივიღებ მონაწილეობას.

პირადზეც რომ გკითხოთ, შეყვარებულია თუ არა ქეთი შეყელაშვილი?

არ მიყვარს პირადზე საუბარი, არ მიწყინოთ, ამაზე არ მინდა ლაპარაკი...

მაშინ ის გვითხარი რთულია თუ არა შენი გულის მოგება და როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომელიც მოგეწონება?

უნდა იყოს თავმდაბალი, ჭკვიანი, განათლებული, კეთილი და სიმპათიური, უცებ რაც მომაფიქრდა ეს, ისე კი ნამდვილად რთულია ჩემი გულის მოგება, იმიტომ რომ თუ რამე არ მომწონს მამაკაცში ვეღარ ვაგრძელებ ურთიერთობას მასთან და ძალიან გამიჭირდა ასეთი ადამიანის პოვნა..

ანუ გაგიჭირდა პოვნა, ანუ უკვე გყავს ასეთი ადამიანი?

(იცინის) კი არის ასეთი ადამიანი, მაგრამ ამას არ დავაანონსებ...

რატომ ცნობლი ადამიანია და არ გინდა თქმა?

არა , არ არის ცნობილი არანაირად...

თუ წარმოგიდგენია გამარჯვება და რას ფიქრობ შეცვლის თუ არა შენს ცხოვრებას "მის მსოფლიო"?

წარმოდგენას რა უნდა, რათქმაუნდა წარმომიდგენია, როდესაც კონკურსზე მიდიხარ, ამის ამბიცია უნდა გქონდეს... „მის მსოფლიო“ შეცვლის აუცილებლად ჩემს ცხოვრებას და ეს ბუნებრივია, ჯერ მარტო ამ ამბის გაჟღერების შემდეგ უამრავი ტაყვანისმცემელი გამომიჩნდა, მწერენ, უხარიათ, მილოცავენ, სხვათაშორის ძირითადად გოგონებს აინტერესებთ „მის მსოფლიოს“ ამბები, ამიტომ რათქმაუნდა „მის მსოფლიოს“ შემდეგ კიდევ უფრო შეიცვლება ყველაფერი და მე ვფიქრობ უკეთესობისკენ.

და ბოლოს მინდა საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს მივმართო, რომ დამიჭირონ მხარი და "MISS WORLD 2017"-ის გვერდზე, სადაც განთავსდება ჩემი ფოტო თუ ვიდეო მომცენ ხმა... მე თქვენი მხარდაჭერა ნამდვილად მჭირდება.

შეგახნსებთ, რომ "MISS WORLD 2017"-ის ფინალური შოუ 18 ნოემბერს ჩინეთში გაიმართება და მასსი 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარი