სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ როგორ "დაიბოღმა" თიკა ჯამბურია, ტიმატიმ ტრიო მანდილი დუეტის ჩასაწერად რომ დაპატიჟა

ტრიო მანდილით ტიმატი მოიხიბლა. რუსეთში მოღვაწე ცნობილი რეპერი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გოგონების ვიდეოს აქვეყნებს. "როგორც კი კონცერტს დავასრულებ, ჩემთან სტუდიაში დაგელოდებით, ერთად ჩავწეროთ", - წერს ტიმატი. ვიდეოს რეპერის გვერდზე უკვე მილიონ ნახევარი მოწონება და გამოხმაურება აქვს.

ვიდეოს კომენტარებში ქართველი მომღერლების კომენტარებს წავაწყდით. "ჩემი სიკვდილი, ჯეირანი ნახე გთხოვ", - წერს თიკა ჯამბურია. ქართული კონკურსების მონაწილე ეთო გავაშელი კი აკომენტარებს: "სალომე ტეტიაშილიც მიამატეთ და ეგაა".

შეგახსენებთ, რომ ტრიო მანდილი რამდენიმე წლის წინ შედგა. მეგობარმა გოგონებმა ცხვარიჭამიაში დასვენების დროს გადაწყვიტეს გზაზე სიარულისას ემღერათ და ვიდეოც გადაეღოთ. ვიდეომ ინტერნეტში გამოჩენისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამის შემდეგ გოგონებმა ყველა სიმღერაზე მსგავსი ტიპის ვიდეოები გადაიღეს, რაც ერთგვარად მათი სავიზიტო ბარათიც გახდა. "მანდილის" არაერთ ქვეყანაშიც მიიწვიეს, სადაც ჯგუფის წევრებმა კონცერტები ჩაატარეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100