ენრიკე იგლესიასსა და ანა კურნიკოვას ტყუპები შეეძინათ

მომღერალი ენრიკე იგლესიასი და ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ვარსკვლავური წყვილია. ისინი საზოგადოებაში ერთად ძალიან იშვიათად ჩნდებიან და საერთო ფოტოებიც ცოტა აქვთ, თუმცა ფაქტია, რომ უკვე 15 წელია ერთად არიან.

მათი რომანი ყვითელი პრესისთვის დიდ გამოცანად რჩებოდა აქამდე, ახლა კი ტაბლოიდები იუწყებიან, რომ ვარკვლავურ წყვილს ტყუპები შეეძინათ. ფაქტია, რომ აქამდე ანას ორსულობის შესახებ არსად გაჟღერებულა ინფორმაცია და საზოგადოების გაოცებაც სწორედ ამან გამოიწვია. ეს ინფორმაცია კი პრესას წყვილთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა.

როგორც უცხოური პრესა იტყობინება, კურნიკოვამ მაიამიში იმშობიარა და გოგო და ბიჭი შეეძინა, რომლებსაც მშობლებმა ნიკოლასი და ლუსი დაარქვეს.

თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, გამოდის, რომ იმაზე ბევრად კარგი მსახიობები ყოფილან, ვიდრე ეს აქამდე ვიცოდით. საკუთარ რომანს მალავდნენ და ეს მარტივია, თუმცა ორსულობის დამალვა 9 თვე - ეს უკვე არაა სახუმარო ამბავი.

კომენტარი