ჯენიფერ ლოპესის უკანალმა კარდაშიანისას აჯობა?

ჯინსის ცნობილმა ბრენდმა Guess მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე ჯენიფერ ლოპესი საკუთარ რეკლამაში გადაიღო. ამ ბრენდის ისტორიაში ჯეი ლო ყველაზე ასაკოვანი ქალია, რომელიც ოდესმე გადაუღიათ, რადგან, როგორც წესი, ყოველთვის ახალგაზრდა მოდელებს არჩევს. მიუხედავად ამისა, ლოპესი უამრავ მათგანს ჯობია ვიზუალითა და გამოკვეთილი ფორმებით. თავად ჯენიფერიც გაოცებული დარჩა, როდესაც შესთავაზეს რეკლამაში მონაწილეობა, რადგან, როგორც თავად განაცხადა, Guess მისი რჩეული ბრენდია, რომელიც თინეიჯერობიდან მოყოლებული უყვარს.

რაც შეეხება ფოტოსესიას, თაყვანისმცემლების ყურადღება საყვარელი მომღერლის უკანალმა მიიპყრო, რადგან ფოტოში ის საკმაოდ დიდი ჩანს. ზოგი ფიქრობს, რომ სურათი დაუმუშავებელია, ზოგსაც ფოტოშოპით გაკეთებული ჰგონია, საერთო ჯამში კი ყველა თანხმდება, რომ ჯეი ლო ბევრად ლამაზია ასეთი უკანალით, ვიდრე კარდაშიანი. ინსტაგრამზე არ წყდება ლოპესის თაყვანისმცელების კომენტარები, რომლებიც ხოტბას ასხავენ ამ ფოტოზე.

კომენტარი