რიანას კეთილშობილური გეგმები

მომღერალი რიანა ბავშვის აყვანას აპირებს. როგორც ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, პოპ-ვარსკვლავს მშობიარობის ეშინია, ამიტომ გადაწყვიტა, ჰაიტელი ბავშვი აიყვანოს.

„მან მტკიცედ გადაწყვიტა დედობა და უკვე დაუკავშირდა ადვოკატს, რომელიც იურიდიულ მხარეს მოაგვარებს“, -განაცხადა რიანას ოჯახთან დაახლოებულმა პირმა.

იმის გამო, რომ მისი ყოფილი მეგობარი ბიჭი, კრის ბრაუნი, ახალგაზრდა მომღერალს სცემდა, დღეს რიანას ოჯახის შექმნის ფობია აქვს. არადა, ძალიან უნდა, ვინმეზე იზრუნოს.

მომღერლის პროდიუსერი ჯეი ზი და მისი მეუღლე ბიონსე ახალგაზრდა ვარსკვლავს ამ გადაწყვეტილებაში მხარს უჭერენ. რიანამ მათ უკვე თხოვა ბავშვის ნათლიობა.

კომენტარი