კრისტენ სტიუარტს ქორწინების არ სჯერა

კრისტენ სტიუარტმა განაცხადა, რომ ქორწინების არ სჯერა. „ბინდის“ მთავარი გმირის ასეთმა მოულოდნელმა აღიარებამ ტაბლოიდებს თავსატეხი გაუჩინა. როგორც ცნობილია, კრისტენი რობერტ პატინსონს ხვდება, „ბინდის“ მეორე მთავარ გმირს.

მსახიობმა განაცხადა, რომ ბელა სვონისგან განსხვავებით, იგი თვლის, ადამიანები ერთმანეთის ვალდებულნი არ უნდა იყვნენ. კრისტენს განსაკუთრებით იმის არ სჯერა, რომ ორი ადამიანის გრძნობების გამყარება ოფიციალურ დოკუმენტს შეუძლია.

„მომწონს, როდესაც ორი ადამიანი ერთად ცხოვრობს, მაგრამ თითოეულს თავისი ცხოვრება აქვს. ჩემთვის ასეთ ურთიერთობას ხელმოწერა ვერ გაამყარებს“- აცხადებს სტიუარტი. სხვათა შორის, 21 წლის მსახიობმა აღიარა, რომ საქორწინო კაბები ძალიან მოსწონს.

კომენტარი