სკარლეტ იოჰანსონი ამღერდა

სკარლეტ იოჰანსონმა ფრანგ ლულუ გაინსბურგთან ერთად სიმღერა „ბონი და კლაიდი“ ჩაწერა. კომპოზიცია შევა ალბომში From Gainsbourg To Lulu. ეს სიმღერა ლულუმ თავის ცნობილ მამას, სერჟ გაინსბურგს, მიუძღვნა.

იოჰანსონი ვიდეო-კლიპში ბრიჯიტ ბარდოს როლს თამაშობს. კლიპი რემეიქია ფილმ „ბონი და კლაიდისა“, რომელშიც ბრიჯიტი ბონის როლს თამაშობს, კლაიდის როლს კი დიდი ფრანგი კომპოზიტორი - სერჟ გაინსბერგი. სერჟის ვაჟმა, ლულუმ ჰოლივუდელი მსახიობი თავად მიიწვია; ბონის პარტიის შესრულება და კლიპში გადაღება შესთავაზა, რაზეც სკარლეტის თანხმობა მიიღო:

კომენტარი