სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფიქრობთ, რომ კარდაშიანი უკვე ვეღარაფრით გაგაკვირვებთ? მაშინ ეს ფოტოები უნდა ნახოთ!

რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარაშიანი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი თამამი ჩაცმულობით, რომელიც მის მრგვალ ფორმებს გამუდმებით უსვამდა ხაზს. თუმცა, კაბა, რომელიც Hollywood Beauty Awards-ის ცერემონიაზე ეცვა, ყოველგვარ ზღვარს სცდება.

სილამაზის დაჯილდოვებაზე კიმი საკუთარ სტილისთან, კრის ეპლტონთან ერთად მივიდა, რომელიც ცერემონიაზე ერთ-ერთი ჯილდოს მფლობელიც გახდა. კარდაშიანმა სპეციალურად ამ დღისთვის ძალიან უცნაური სტილის კაბა შეარჩია, რომელიც დიზაინერ ტიერი მუგლერის 1998 წლის კოლექციას ეკუთვნის.

მჭიდროდ მომდგარი კაბა კიმის ფიგურებს კარგად გამოკვეთს, თუმცა ამ ჩაცმულობაში მნიშვნელოვანია მისი ღრმა დეკოლტე, რომელიც ბრეტელებს უფრო წააგავს და მხოლოდ მკერდის კერტებს უფარავს. როგორც ჩანს, ვარსკვლავი არც თუ ისე კომფორტულად გრძნობდა თავს ამ ჩაცმულობაში, რადგან ძალიან ფრთხილი მოძრაობით გამოირჩეოდა საღამოზე, რაც მისთვის ნამდვილად უცხოა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100