სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლექს-სენის საზაფხულო ჰიტი "სნაიპერი" - რეპერი დრონი.ჯი-სთან ახალი კლიპის შესახებ საუბრობს

რეპერი ლექს-სენი მსმენელს ახალ სიმღერას სთავაზობს. “სნაიპერი”- ასე ქვია კლიპს, რომელიც, სულ რაღაც ერთი საათია რაც ინტერნეტში გამოჩნდა და მას უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა მაყურებლის მხრიდან.

კლიპი საზაფხულო ჰიტია და ის გაჯერებულია საინტერესო და აქტუალური თემებით.

დრონი.ჯი ახალ კლიპთან დაკავშირებით ლექს-სენს ესაუბრა.

ლექს-სენი: ძალიან აქტიური სეზონი მაქვს ბევრი ახალი გეგმით, ეს კლიპი კი უბრალოდ საზაფხულო ჰიტია. კლუბური, გასართობი და ენერგიული სიმღერაა, მაგარ ხალხთან ერად ვიმუშავე და მგონია რომ კარგი გამოვიდა. კლიპი ერთი საათია რაც გავუშვით, ლაივით ნახა ფანებმა და მაყურებელმა, უკვე ბევრი დადებითი გამოხმაურება აქვს. სამომავლოდ ვმუშაობ კიდევ ახალ სიმღერაზე, რომელიც ზაფხულამდე გამოვა და ასევე წინ მაქვს კონცერტი ავსტრიაში, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ აქტიური პერიოდი მაქვს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100