ბრედ პიტმა ჯენიფერ ენისტონთან რომანის შესახებ კომენტარი გააკეთა

ვარკვლავური წყვილის, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შემდეგ პიტის ყოფილი ცოლი ჯენიფერ ენისტონიც დაშორდა მეუღლეს - ჯასტინ ტერის. სწორედ ამიტომ აგორდა ჭორები ყოფილი მეუღლეების ხელახალი რომანის შესახებ.

მართალია თუ არა ფაქტი, რომ 2005 წელს დაშორებული წყვილი ხელახლა დაიწყებდა ურთიერთობას, ეს უფრო მათ გულშემატკივრებს აინტერესებს, ისინი კი საკმაოდ მრავლად არიან. თუმცა ერთი რამ ფაქტია - 14 წლის წინ დამთავრებული ურთიერთობის აღდგენა არც თუ ისე მარტივი საქმეა.

ბრედ პიტს ამის შესახებ კითხვა დაუსვეს კიდეც, თუმცა მისი რეაქცია მოკლე, ლაკონური და გასაგები იყო - "ღმერთო ჩემო..." - როგორც ჩანს, მსახიობი ყველანაირ ჭორს ელოდა მის გარშემო, თუმცა ყოფილ ცოლთან შერიგება? ეს ნამდვილად არ შედიოდა მის მოლოდინში.

კომენტარი