Facebook-ში, „სკარლეტის პოზის“ პაროდიული სერიით, შიშველი ობამას ნახატი გაჩნდა

სოციალურ ქსელებში მხატვრები და კარიკატურისტები ერთმა უცნაურმა ახირებამ გააერთიანა: მათ სკარლეტ იოჰანსონის ცნობილი ფოტოს მიხედვით (ფოტო მასალას თან ერთვის) პაროდიების შექმნა დაიწყეს და ზუსტად ისეთ პოზაში ხატავენ ამა თუ იმ ადამიანს, ზოგჯერ კი მულტფილმების პერსონაჟებს (მაგალითად, დონალდ დაკსა და თოჯინა ბარბის), რა პოზაშიც სარკესთან მდგარმა შიშველმა სკარლეტ იოჰანსონმა ფოტო, სავარაუდოდ, თავისი ახალი ბოიფრენდისთვის გადაიღო. როგორც ცნობილია, უცნობმა ჰაკერმა შეძლო იოჰანსონის ტელეფონის გატეხვა და იქედან მსახიობის შიშველი ფოტოს გადმოწერა, რომელიც მალე ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰაკერის ძებნის პროცესში უკვე გამოძიების ფედერალური ბიუროც ჩაერთო, ჰაკერი ამ დრომდე არაა ნაპოვნი, მანამდე კი მხატვრები ერთობიან და მორიგ სამიზნედ აშშ–ის პრეზიდენტი აირჩიეს: ბარაკ ობამას შიშველი ფიგურა მხატვარმა დენ ლეისმა შექმნა და „ფეისბუქზეც“ გაავრცელა.

კომენტარი