სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყვითელი ფურცელი

ანტონიო ბანდერასი პედრო ალმადოვარის ახალ ფილმში ითამაშებს
ესპანელმა რეჟისორმა, პედრო ალმადოვარმა დაადასტურა, რომ მის ახალ ფილმში „კანი, რომელშიც მე ვცოცხლობ“ ანტონიო ბანდერასი ითამაშებს. ალმადოვარის განცხადებით, ბანდერასს აკრძალული ჰქონდა ფილმზე დაწვრილებითი ინფორმაციის გაცემა გარკვეულ თარიღამდე, თუმცა მსახიობმა მაინც დაარღვია შეთანხმება. „ანტონიომ ვერ მოითმინა და მე მესმის მისი: ამ ფილმის გულისთვის მან ხომ ბროდვეიზე დაბრუნებაზე თქვა უარი და ასევე რამდენიმე სხვადასხვა ფილმში შემოთავაზებულ როლებზე“, - განაცხადა რეჟისორმა.

ანტონიო ბანდერასმა ალმადოვარის რამდენიმე ფილმში უკვე შეასრულა როლი 1980-იან წლებში. ბოლოს ანტონიოს თანამშრომლობა რეჟისორთან 20 წლის წინ შედგა, როდესაც მსახიობმა რიკის როლი შეასრულა, ფილმში „დამაბი“ (1989). ითვლება, რომ სწორედ ამ როლმა მოუტანა ბანდერასს პოპულარობა.

ფილმში როლის მიცემას პენელოპა კრუზისთვისაც აპირებდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში რეჟისორმა გადათქვა ეს აზრი. „ახალი ფილმის ისტორიის შექმნის განმავლობაში თანდათან ვხვდებოდი, რომ ეს პენელოპას როლი არ იყო. ამაში არაფერია ცუდი, ვინაიდან მე მისთვის კიდევ უამრავი როლი მაქვს“, - განაცხადა ალმადოვარმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის გადაღებები 2010 წლის ზაფხულში დაიწყება. ფილმის ცენტრალური იდეაა სამაგიეროს გადახდა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, პლასტიკური ქირურგი შურისძიებას აპირებს ერთი ადამიანის მიმართ, რომელმაც ექიმის შვილი გააუპატიურა. როგორც ცნობილია, ფილმის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას პედრო ალმადოვარი თავად კანის კინოფესტივალზე განაცხადებს, რომელიც ამა წლის 12 მაისს ჩატარდება.
კვენტინ ტარანტინო ვენეციის კინოფესტივალის ჟიური იქნება
ამერიკელი რეჟისორი კვენტინ ტარანტინო ვენეციის 67-ე კინოფესტივალს წარუძღვება, ამის შესახებ ინფორმაციას ვენეციის ბიენალეს საიტი ავრცელებს ინფორმაციას.

გადაწყვეტილება ტარანტინოს ჟიურის ხელმძღვანელად დანიშვნაზე ვენეციის კინოფესტივალის დირექტორმა, მარკო მიულერმა მიიღო. კვენტინი იქნება ის ადამიანი, რომელიც მთავარი პრიზის მფლობელს აირჩევს და „ოქროს ლომით“ დააჯილდოვებს.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კინოფესტივალი 2010 წლის 1-დან 11 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის პროგრამის მიხედვით, მხოლოდ ის ფილმები იქნება დაშვებული, რომლებიც ჯერ არ გაქირავებულა და სხვა კინოკონკურსებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კვენტინ ტარანტინო პირველად არ ხელმძღვანელობს აღნიშნული ევროპული კინოფესტივალის ჟიურის. 2004 წელს რეჟისორი კანის ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი იყო. სწორედ მაშინ მიიღო დოკუმენტალისტის, მაიკლ მურის ფილმმა „ფარენგეიტი 9/11“ „ოქროს პალმის რტო“. თავად ტარანტინოც არის მფლობელი `ოქროს პალმის რტოს~ მფლობელი ფილმისთვის „კრიმინალური ღირსება“, თუმცა ვენეციის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი ჯერ არ ყოფილა.

დღესდღეობით უკვე ცნობილია ვენეციის 67-ე კინოფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულის ვინაობა, ეს რეჟისორი ჯონ ვუ იქნება.
ჯენიფერ ლოპესს უკანალი დაზღვეული არ ჰქონია
ჯენიფერ ლოპესმა ყველაზე საინტერესო და ყველასათვის ცნობილი მითი უარყო. მომღერალი გამოტყდა, რომ არასოდეს დაუდია შეთანხმება „მეხუთე წერტილის“ დაზღვევაზე.

„ეს სიცრუეა! თუმცა, ვფიქრობ, საკმაოდ სახალისო ისტორიაა. მე ვაკვირდებოდი ყველაფერს და ეს მითიც ლონდონში გაჩნდა“, - აღნიშნა მომღერალმა. ჯენიფერმა ეს ჭორები მხოლოდ იმიტომ არ უარყო, რადგან საკმაოდ დაკავებული იყო და არ ეცალა მსგავსი ჭორებისთვის.

ჯენიფერმა ისიც აღნიშნა, რომ არასოდეს რეაგირებდა საკუთარი სხეულის მიმართ უარყოფითად. იგი ყოველთვის გრძნობდა კომფორტულად როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარშემომყოფებთან. ამასთან მომღერალი დარწმუნებულია, რომ არ ღირს საკუთარი თავის შეზღუდვა კვებაში ფიგურის შესანარჩუნებლად.

„მე ყველაფრის ჭამა მიყვარს. თქვენც შეგიძლიათ მომბაძოთ, პატარა ნაჭერი იმისა, რაც თქვენ გულით გინდათ, არ მოგკლავთ. მთლიანმა ყუთმა კი შესაძლოა, დაგაზარალოთ“, - განაცხადა ვარსკვლავმა Mარიე ჩლაირე ინტერვიუში. ჯენიფერი სრულიად კონცენტრირებულია ოჯახზე. პირველ ადგილას შვილებს და მეუღლეს აყენებს. ამასთან შეგახსენებთ, რომ ჯენიფერმა და მარკ ენტონიმ ერთმანეთი დიდი ხნის წინ გაიცნეს, მანამდე, სანამ მათ რომანტიკული თავგადასავალი დაეწყებოდათ. თუმცა, ჯენიფერის მტკიცებით, მათ შორის ეგრეთ წოდებული ქიმიური კავშირი თავიდანვე არსებობდა.

როგორც ჩანს, ჯენიფერი შესანიშნავ დამოკიდებულებაშია თავის ყოფილ ბოიფრენდებთანაც. ვარსკვლავი მთელი გულით უსურვებს ბედნიერებას ბენ აფლეკსა და პი დიდის.
რაფაელის დღემდე უცნობი ნახატი აღმოაჩინეს

იტალიის ქალაქ მოდენის მუზეუმში რაფაელის ნამუშევარი იქნა აღმოჩენილი. მრავალი წელი ითვლებოდა, რომ ნახატი, რომლის ზომაცაა 30/40 სანტიმეტრი, XIX საუკუნეში შეიქმნა „წმინდა ოჯახის“ და „მარგალიტის“ სურათების მიხედვით. მაგრამ მეცნიერებმა კვლევების თანამედროვე მეთოდის მეშვეობით დაადგინეს, რომ ნახატის ავტორი თავად რაფაელია.

ტილოზე გამოსახულია ქალის თავი და, როგორც ჩანს, რაფაელის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი იყო „წმინდა ოჯახი“ და „მარგალიტი“.

„წმინდა ოჯახის“ შექმნა ჩაფიქრებული და დაწყებული იყო, მაგრამ რაფაელის სიკვდილმა (1920 წელს) ხელი შეუშალა ნამუშევრის დასრულებაში. ნახატის დამთავრება კი რაფაელის ერთ-ერთმა ნიჭიერმა მოსწავლემ, ჯულიო რომანომ შეძლო. შემდეგ ეს ნამუშევარი იპოლიტო დესტემ შეიძინა. შემდგომში ახალმა მფლობელმა კვლავ გაყიდა ტილო, რომელიც ამჟამად მადრიდის მუზეუმში, პრადოშია მოთავსებული, თავისთვის კი სურათის ფრაგმენტი დაიტოვა, რომელიც თავად რაფაელმა შექმნა.

ფერმწერი მარიო სკალინი ყვებოდა, რომ გალერეის კატალოგში მადონას თავი იყო გამოსახული და, როგორც ცნობილი იყო, ტილო არც იყიდებოდა. სურათმა და მისმა ზომებმა მიიზიდა სკალინის ყურადღება.

სკალინის თქმით, სურათი XVII და XIX სრულიად ვერ წარმოიდგენდა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა იმის საშუალება მისცა ექსპერტებს, სხვისი ხელის ნამუშევრიდან მაინც გაერჩიათ რაფაელის ხელი. ამჟამად ნაპოვნი სურათი 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100