სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება" - ქეთა თოფურია ახალ რომანზე საჯაროდ ალაპარაკდა

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ყოველთვის ახერხებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას. რუსული და ქართული პრესა მისი პირადი ცხოვრებით გამუდმებით ინტერესდება და ახალ დეტალებსაც ხშირად არკვევს.

გუფთან დაშორების შემდეგ უამრავი კომენტარი მოყვა წყვილის ურთიერთობასა და ღალატს (შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი რუსი ახალგაზრდა გოგონა რეპერთან რომანზე ალაპარაკდა მაშინ, როდესაც ის ქეთას ხვდებოდა). ზოგს მათი შერიგება სურდა, ზოგიც ფიქრობდა, რომ ქეთას ღალატი არ უნდა ეპატიებინა.

სანამ საზოგადოების ნაწილი თოფურიასა და მისი ყოფილი შეყვარებულის შერიგებას ელოდა, ქეთამ მოულოდნელად ინსტაგრამზე სხვა მამაკაცთან გადაღებული ფოტო გამოდო და გამომწერებს ამცნო, რომ შეყვარებულია. ძალიან მალე ყვითელმა პრესამ მისი ვინაობაც გაარკვია. აღმოჩნდა, რომ ეს სიმპათიური მამაკაცი 35 წლის ბიზნესმენი ლევ ძენგოვია.

დღეს გავრცელდა ქეთა თოფურიას ვრცელი ინტერვიუ ერთ-ერთ ჟურნალისტთან, სადაც ის, თავისი ახალი ურთიერთობის დეტალებზე ხმამაღლა საუბრობს. მომღერალი იმასაც დასძენს, რომ არ სურს ჭორ-მართალი საზოგადოებამ ერთმანეთში აურიოს, ამიტომ ურჩევნია თავად მოყვეს ყველაფერი.

როგორც აღმოჩნდა, ქეთამ ლევი მისივე დაბადების დღეზე გაიცნო. ძენგოვი "ა'სტუდიოს" ერთ-ერთ წევრთან მეგობრობდა და დაბადების დღის წვეულებაზე ჯგუფის სხვა დანარჩენი წევრებიც დაპატიჟა. სწორედ იქ გაიცნო ქეთამ მომავალი სიყვარული. როგორც თავად ამბობს, წვეულების შემდეგ რამდენიმე დღეში თავად ლევი შეეხმიანა და შემდეგ დაიწყო ყველაფერი, თუმცა მანამდე იყო ერთი ნახვით შეყვარება.

ლევს მანამდე ორი ცოლი ჰყავდა. მას წინა ქორწინებებიდან შვილებიც ჰყავს. მომღერლის თქმით, ის ძენგოვის ოჯახს კარგად იცნობს და მის შვილებთანაც აქვს ურთიერთობა.

ქეთასა და ძენგოვის ურთიერთობა მისაღები აღმოჩნდა მომღერლის ყოფილი ქმრისთვისაც, რომელმაც თავისი შვილის დედას ბედნიერება უსურვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100