"მშურს ყველა ასეთი ქალის, რომელსაც სულ ცალ ფეხზე კიდია კარდაშიანების სამყარო, კიდია ასაკი, ნაოჭი და მისი სტანდარტი ინდივიდუალიზმია"

ნანუკა ჟორჟოლიანი ქალების ინდივიდუალიზმის შესახებ წერს და აი, რა მაგალითი მოჰყავს:
"კიანუ რივზი 55 წლის არის. მისი რჩეული 46. უბრალოდ ქალმა გადაწყვიტა ჭაღარა თმა არ შეიღებოს და ჩვენსავით ბევრი ბოტოქსით ნაოჭები არ გადაისწოროს. ტუჩები არ დაიბეროს და კისრის ნაოჭიც ადგილზე დატოვოს.

მშურს ყველა ასეთი ქალის. რომელსაც სულ ცალ ფეხზე კიდია კარდაშიანების სამყარო. კიდია ასაკი, ნაოჭი. და მისი სტანდარტი ინდივიდუალიზმია და არა მასა, რომელიც ითხოვს იყო ისეთი, როგორც თვითონ არის".- წერს ტელეწამყვანი.

კომენტარი