ჰოლივუდელები, რომლებსაც ყური უხურთ, ანუ ისინი, ვიზეც ჭორაობენ...

დემი მური - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემის მცირეწლოვანი მეუღლე ღალატობდ,ა ტაბლოიდები ყველაზე მეტ ყურადღებას წყვილის ურთიერთობას უთმობენ. გავრცელდა ჭორები, რომ ამ ამბავმა მსახიობი ქალი დეპრესიაში ჩააგდო, ადვოკატსაც კი მიმართა განქორწინების მიზნით. პარალელურად, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეშტონს მეუღლისათვის არ უღალატია, ეს უბრალოდ ჭორია და ისინი კვლავ ერთად და ბედნიერად ცხოვრობენ.

ჯესიკა ალბა - ჰოლივუდელი მსახიობი მსოფლიოს განსჯის ობიექტი თავისი დიდი მუცლის გამო გახდა. მან სასამართლოში უჩივლა კომპანიას, რომელიც წონის დასაკლებ სხვადასხვა პროდუქტებს უშვებს. კომპანია Belly Bandit-მა მსახიობის ფოტოსურათი, თავისი ბოლო მოდელის ბანდაჟის რეკლამირებისათვის მისი ნებართვის გარეშე გამოიყენა. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ალბა კომპანიისგან ერთ მილიონ დოლარს ითხოვს.

კრისტინ დევისი - ტელესერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მსახიობი, კრისტინი, 46 წლის ასაკში დედა პირველად გახდა, მსახიობმა გოგონა იშვილა. თავისი გმირისგან განსხვავებით, პატარა ჩინეთიდან კი არა, არამედ ამერიკის ადგილობრივი ბავშვთა სახლიდან აიყვანა. გოგონას ზუსტი ასაკი ჯერეჯრობით არ ხმაურდება, ცნობილია მხოლოდ მისი სახელი - ჯემა როუზი.

ბიონსე - მომღერალს „ცრუ ორსულობაში“ დასდეს ბრალი. ავსტრალიურ თოკ-შოუში მონაწილეობის დროს, ბიონსეს მუცელი ძალიან არაბუნებრივად გამოიყურებოდა. სტუდიაში მყოფმა მაყურებლებმა განაცხადეს, რომ მუცელი ხელოვნური იყო, ისეთი, როგორსაც ფილმებში იყენებენ. გავრცელდა ჭორი, რომ ბიონსე და მისი მეუღლე პატარას სუროგატი დედისაგან ელდოებიან. თავად მომღერალი ამ ინფორმაციას უარყოფს და მას სულელურსა და არაადექვატურს უწოდებს.

დევიდ ბექჰემი - წელს, დევიდ ბექჰემისა და ვიქტორიას წყვილი ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ბევრჯერ მოექცა. ამის მიზეზი, მათი მეოთხე შვილის დაბადებაა. შვილებზე და მეუღლეზე უგონოდ შეყვარებული ფეხბურთელი, მათი მისამართით, სხეულზე სასიყვარულო ტატუებს იკეთებს. პატარა ჰარპერის დაბადებამ ბექჰემის მკერდზე ახალ ნახატს ჩაუყარა საფუძველი, მამიკომ სიტყვა LOVE ამოისვირინგა.

კამერონ დიასი - ბეისბოლის მოთამაშე ალექს როდრიგესთან განშორების შემდეგ, მსახიობი ლოს-ანჯელესს დაემშვიდობა, ლონდონში სახლი იყიდა და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. მსახიობმა არაჩვეულებრივი უბანი აირჩია, ლოს-ანჯელისასგან შორს ჰოლივუდი ნამდვილად არ მოენატრება - მის მეზობლად გვინეტ პელტროუ, სტელა მაკარტნი და ჯუდ ლოუ ცხოვრობენ.

რიჩარდ გირი - Christie’s აუქციონზე, გასულ კვირას მსახიობის კუთვნილი გიტარა გაყიდეს. ფირმა Gibson-ის გიტარა, თავის დროზე ამერიკელ გიტარისტ-ვრიტუოზ ლეს პოლს ეკუთვნოდა. ინსტრუმენტი გამოშვებულია 1960 წელს და 98,5 ათას დოლარად გაიყიდა. ამ თანხას რიჩარდ გირი საქველმოქმედო აქციებს მოახმარს.

მარკ ვოლბერგი - მსახიობი ბევერლი-ჰილზზე მდებარე სახლს 14 მილიონ დოლარად ჰყიდის. სახლში საცურაო აუზი, კალათბურთის მოედანი, მინი-გოლფის მოედანი და სპორტ-დარბაზია განთავსებული. ასე ვთქვათ, იდეალური თავშესაფარია ნებისმიერი სპორტსმენისათვის. რატომ გადაწყვიტა მსახიობმა სახლის გაყიდვა, რომელიც 2008 წელს 15,9 მილიონ დოლარად შეიძინა, ჯერჯერობით უცნობია.

ჯეკ ოსბორნი - ოზი და შერონ ოსბორნები მალე ბებია-ბაბუა გახდებიან, მათი ვაჟი ჯეკი კი მამა. ოქტომბრის დასაწყისში მან მშობლებს განუცხადა, რომ მეგობარ გოგონაზე, ლიზ სტელიზე, ქორწინდება. წყვილის რომანი სულ რაღაც 4 თვე გრძელდებოდა. ახლა კი ცნობილი გახდა „სწრაფი ქორწინების“ მიზეზი - მომავალმა მეუღლეებმა აღიარეს, რომ პატარას ელდოებიანი და ამით ძალიან ბედნიერები არიან. ოზი ოზბორნს პირველი ქორწინებიდან ოთხი შვილიშვილი უკვე ჰყავს.

კომენტარი