სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თავიდან მქონდა რიდი, შეიძლება, ოდნავ შიშიც" - ეკა ბესელიას რძალს სურს, რომ დედამთილს დაემსგავსოს

ეკა ბესელიას ვაჟი, რატი მილორავა ქეთი ყრუაშვილზე დაქორწინდა. ქეთი ჟურნალ "თბილისელებს" უზიარებს ემოციებს და ცნობილ დედამთილზეც საუბრობს. როგორც ქეთი აღნიშნავს, რატი სამსახურში გაიცნო და მათ შორის თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ის ძალიან თბილად საუბრობს დედამთილზე:

„ისე დაემთხვა, რომ საკმაოდ მალე გავიცანი. თავიდან მქონდა რიდი, შეიძლება, ოდნავ შიშიც. 20 წლის ვიყავი და ასაკმაც იქონია გავლენა, მაგრამ რომ გავიცანი, საერთოდ შემეცვალა შეხედულებები. სულ სხვა ადამიანი აღმოჩნდა. მისი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ძლიერი და წარმატებული ადამიანია, შორიდან ბევრი რამ შეიძლება მარტივი ჩანს, მაგრამ მე მასავით შრომისმოყვარე ადამიანს არ ვიცნობ. სულ ვეუბნები, შრომისმოყვარეობით და გამბედაობით უნდა დაგემსგავსოთ-მეთქი“, – აღნიშნავს ქეთი. ჟურნალში მის ინტერვიუს ვრცლად გაეცნობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100