სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრიშტიანუ რონალდუს სახლი გაქურდეს

ტურინის „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე მდებარე სახლი გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

ინციდენტი 7 ოქტომბერს, პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის დროს მოხდა. ქურდი რონალდუს სახლში ავტოფარეხის ღია კარიდან შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქურდმა სახლიდან კრიშტიანუ რონალდუს ავტოგრაფიანი მაისური წაიღო.

პოლიციამ უკვე შეისწავლა გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ქურდის ვინაობა დაადგინა, თუმცა ის ჯერ დაკავებული არაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100