„ვიდით არა, მაგრამ ამ ტვინით რამდენს ბედავ?“ – ნინი ბადურაშვილი კიდევ სკანდალში გაეხვა

მომღერალი ნინი ბადურაშვილი „ფეისბუქ-პოსტის“ გამო, სკანდალში ეხვევა. მან კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემები ვერ გაიგო და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

ნინიმ კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკის ვებგვერდი worldometers.info დასქრინა, სადაც საქართველოში კოვიდინფიცირების ჯამური მაჩვენებლები იყო აღწერილი.

„რა ხდება 14 440 შემთხვევა რატომ წერია?!“ - იკითხა ნინიმ, თუმცა პოსტი რამდენიმე წუთში წაშალა. რადგან ბულინგის მსხვერპლი გახდა.

ნინის გამომწერებმა უმალ გაახსენეს „ვიდის” სკანდალი და შემდეგი სახის კომენტარები დაუწერეს: „ვიდით არა, მაგრამ ამ ტვინით რამდენს ბედავ?“.

სექტემბერში ნინი გადაცემა „კაცების შოუს” სტუმარი იყო. „ფეისბუქზე“ კომენტარებში ერთი გოგონას მიწერილ კომენტარს – „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ ასე უპასუხა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!” და თან გოგონას ფოტო დაუდო. ნინიმ მოგვიანებით მას ბოდიში მოუხადა.



კომენტარი