ორსული ანა დოლიძე გასაიდუმლოებულ, მეორე ქორწინებაზე ალაპარაკდა

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი გადაცემის მეშვეობით შევიტყვეთ, რომ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ფეხმძიმედაა და მეორე შვილს ელოდება. ამასობაში, ისიც გაირკვა, რომ ფართო საზოგადოებას მისი ხელახლა დაოჯახების ამბავი გამოჰპარვია.

ვინ არის პოლიტიკოსის რჩეული და რატომ უმალავდა საზოგადოებას მისი დაოჯახების ამბავს, ამაზე „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში დოლიძე თავად საუბრობს.

„ჩემი მეუღლე ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანი. მაშინ მარგველაშვილთან ვმუშაობდი. მას მერე რაღაც პერიოდი გავიდა და დავიწყეთ შეხვედრა. ჯერ ყავაზე დამპატიჟა, მერე ისე განვითარდა მოვლენები, რომ ყველაფერი ქორწინებით დასრულდა.

დაოჯახების ამბავი არავინ იცის, საიდუმლოდ ვინახავდით. კორონას პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ. ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია. აპოლიტიკურია – ეს არის მთავარი. ფეხმძიმობა რომ დამიდასტურდა, ძალიან გამიხარდა. არ ვარ პატარა ასაკის და უფრო მეტი საზრუნავი მაქვს, ვიდრე ანდროს დაბადებისას მქონდა. ჯანმრთელობის კონტროლი, შაქრის კონტროლი, წყლის კონტროლი – ყველაფერი საზრუნავია. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ პირობებში საარჩევნო კამპანია ჩავატარე და ხალხს ვხვდებოდი. კი ვუფრთხილდებოდი თავს, მაგრამ ღმერთმაც დამიფარა. თებერვლის ბოლოდან ველოდებით პატარას. სქესი არ ვიცით, სიურპრიზად ვინახავთ.

ქორწილის აღნიშვნა გვინდოდა, მაგრამ რომ მივხვდით, ზაფხულში ყველაფრის აღდგენას პირი არ უჩანდა, გადავწყვიტეთ, ჯვარი დაგვეწერა. ჩემი მეუღლე გიორგი ჩემს გადაცემებს არ უყურებს, მთავარი კრიტიკოსი – დედაჩემია“, – ჰყვება ანა დოლიძე.

კომენტარი