სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იმდენი სიკვდილის შემსწრე გავმხდარვარ, რა მომავლის დაგეგმვაზეა ლაპარაკი?! – ნინო ნადირაძე

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე ჟურნალ „გზასთან“ საკუთრ ხასიათზე, პროფესიასა და მიზნებზე საუბრობს.

როგორც აღნიშნავს, შრომისმოყვარეა. ამბობს, რომ არც სიხარულს, არც ბედნიერებას არავინ აჩუქებს, თუ ამაზე თავად არ იზრუნებს.

„ყოველგვარი მოლოდინის გარეშე ვცდილობ, ყოველდღე საბრძოლველად ვიყო მომართული. მომავლის დაგეგმვა არ მჩვევია. ხომ გაგიგონიათ, “კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა”. ეს სიტყვები დიდი სიმართლეა. კარდიოლოგი ვარ, იმდენი სიკვდილის შემსწრე გავმხდარვარ, რა მომავლის დაგეგმვაზეა ლაპარაკი?!.“ – ამბობს ნინო.

ამბობს, რომ სამართალს ყოველთვის იცავს.

„ზოგჯერ დაჩაგრული ჩემს დაცვას სულ არ იმსახურებს, მაგრამ მაინც ვიცავ. ხანდახან თავს რომ მოიმკვდარუნებენ, მეცოდება, ამ დროს ჭკუაში მატყუებენ“

რაც შეეხება ხასიათის სიფიცხეს, ამბობს რომ ასაკის მატებასთან ერთად სიფიცხე იკლებს.

– საკმაოდ, მაგრამ ვამჩნევ, ასაკის მატებასთან ერთად, ჩემი სიფიცხე იკლებს. ყველაფერზე აღარ ვბრაზდები. ამბავი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს უნდა ეხებოდეს, რომ გადავფსიხდე. ვცდილობ, ნაკლებად მნიშვნელოვან ამბებზე წონასწორობიდან არ გამოვიდე.

– როგორ ფიქრობთ, ადამიანების კეთილგანწყობასა და სიმპათიას ადვილად იმსახურებთ?

– ადამიანებთან საერთო ენის პოვნა და ურთიერთობის დამყარება იოლად გამომდის. ის, რომ არასდროს ვიტყუები, ყველასთვის საგრძნობია, გულწრფელობა კი ყოველთვის მისასალმებელია. მოვწონვარ თუ არა, ჩემი გულწრფელობა ბევრს განაიარაღებს ხოლმე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100