მიკვირს იმ ხალხის, რომელიც ამბობს, რომ 11 წლის მერე... ზოგჯერ შეიძლება 31 წელი დაგჭირდეს - ნინო კასრაძე

მსახიობმა ნინო კასრაძემ ნინუცა მაყაშვილზე ისაუბრა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა. კასრაძე აცხადებს, რომ ნინუცამ შეძლო, მოიკრიბა ძალა და ამაზე ისაუბრა, ეს სხვებისთვის მაგალითია:
"ჩვენ ყველამ რაღაც დავაშავეთ ამაში... ის, რომ ნინუცა ამაზე არ საუბრობდა, ეს კონტექსტის ბრალია. ძალიან დიდი ნაწილი მას მხარში დაუდგა, მაგრამ მიკვირს იმ ხალხის, რომელიც ამბობს, რომ 11 წლის მერე... ზოგჯერ შეიძლება 31 წელი დაგჭირდეს.
ის, რომ ნინუცამ შეძლო, მოიკრიბა ძალა და ამაზე ისაუბრა, ეს სხვებისთვის არის მაგალითი და თუ ამას ვერ ხვდება, ვინც მას აკრიტიკებს... ჩვენ ნინუცას უნდა ვაცადოთ, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება და საზოგადოება უნდა იყოს ძალიან სენსიტიური. ძალიან რთული გზა გაიარა და კიდევ უფრო რთული გზის დასაწყისშია" - აცხადებს კასრაძე.

კომენტარი