9 თებერვალი: უიტნი ჰიუსტონის ბოლო საჯარო გამოსვლა (ვიდეო)

უიტნი ჰიუსტონი ბოლო საჯარო გამოსვლის დღეს - 9 თებერვალს აჟიტირებული იყო და თავის ტკივილსაც უჩიოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

უკვე გავრცელდა სამოყვარულო ვიდეოკამერით გადაღებული კადრები, სადაც აღბეჭდილია, როგორ აღნიშნავს შეწუხებული უიტნი ჰიუსტონი თავზე ხელების მოჭერით, რომ ტკივილი აწუხებს. ამის შემდეგ უიტნი ჰიუსტონი ცერემონიალის შემდეგ გამართულ კონცერტზე დიდხანს არ დარჩენილა - ის სასტუმროში გააცილეს.

მანამდე კი მომღერალი სცენაზე ავიდა და სიმღერის ფრაგმენტი შეასრულა, რასაც მისი თაყვანისმცემლები დიდი ოვაციით შეხვდნენ. სწორედ ეს საჯარო გამოსვლა აღმოჩნდა მომღერლისთვის უკანასკნელი: დაახლოებით 24 საათის შემდეგ სასტუმრო „ბევერლი ჰილტონში“, მეოთხე სართულზე მდებარე ნომერში მომღერლის ცხედარი პირადმა მცველმა აღმოაჩინა და მაშინვე საგანგებო სიტუაციათა სამსახურს დაუკავშირდა.

იმის მიუხედავად, რომ მედიკოსები შემთხვევის ადგილზე ორიოდ წუთში მივიდნენ და მთელი ოცი წუთის განმავლობაში მომღერალს ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ, უიტნი ჰიუსტონის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცნობილი გახდა, რომ სიკვდილის წინ უიტნი სააბაზანოში შეიკეტა. მის ნომერში აღმოაჩინეს აბები, რომლებიც მომღერალს ექიმის მიერ ჰქონდა გამოწერილი. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა.

კომენტარი