უიტნი ჰიუსტონს ლესბოსელობის დამალვა უწევდა და ნარკოტიკებს ამიტომ მიეძალა

უიტნი ჰიუსტონი, რომელიც გასულ შაბათს ტრაგიკულად გარდაიცვალა, საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას საიდუმლოდ ინახავდა - ვარსკვლავი ლესბოსელი იყო. ეს ინფორმაცია პიტერ ტეტჩელმა გაავრცელა, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვისთვის იბრძვის.

შესაძლოა იმის გამო, რომ მას მუდმივად ტყულის თქმა უწევდა, იღებდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლსაც. ამან კი იგი ტრაგიკულ დასასრულამდე მიიყვანა.

„ძალიან მნიშვნელოვანია მისი ცხოვრების ამ ასპექტის გამომჟღავნება. 1980 წელს უიტნის ქალთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. ისინი ძალიან მოსიყვარულე წყვილი იყვნენ. შესაძლოა იმ ფაქტმა, რომ მას ამის აღიარება არ შეეძლო მიიყვანა კიდეც ლეგენდარული ქალბატონი ტრაგედიამდე. ქორწინება ბობი ბრაუნთან მისთვის კატასტროფა იყო. ამის შემდეგ მისი ცხოვრების ნგრევაც დაიწყო. “, - აღნიშნავს ტეტჩელი.

მიუხედავად იმისა, რომ ტეტჩელს ჰიუსტონის პარტნიორის სახელი არ გაუმჟღავნებია, მომღერალთან დაახლოებული პირების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ეს ვარსკვლავის ყოფილი თანაშემწე, რობინ კროუფორდი იყო.

„უიტნი პირველად მაშინ გავიცანი, როცა 16 წლის ვიყავი და მაშინვე გავიგე, რომ ის განსაკუთრებულია. მე ვიფიქრე, რომ ნიუ-ჯერსიში არასდროს შევხვედრილვარ ვინმეს, მასზე კარგს. ვერ ვიჯერებ, რომ აღარ შემიძლია მას მოვეხვიო და იმასაც ვერ ვიჯერებ, რომ მის ხმას ვეღარასდროს გავიგონებ“, - რობინმა ერთ-ერთი ჟურნალის კორესპონდენტს მისცა კომენტარი.

„რამდენიმეჯერ იგი ქალთან ერთად ვნახე“, - განაცხადა ბობი ბრაუნის დამ. თავად ბობი ბრაუნმა კი თავის ავტობიოგრაფიაში აღნიშნა, რომ უიტნის ამ ქორწინებიდან „საკუთარი გამორჩენა“ ჰქონდა, შესაძლოა ბრაუნი იმას გულისხმობდა, რომ უიტნი ქორწინებით საკუთარი ორიენტაციის დაფარვას ცდილობდა.

მომღერლის ყოფილმა მცველმა, კევინ ამოსმაც აღნიშნა საკუთარ წიგნში, რომ რობინი ერთხელ უბრალოდ გაცოფდა, როცა უიტნი დაინახა სხვა მამაკაცთან ერთად. არც ის ესიამოვნა, როცა გაიგო, რომ ჰიუსტონი ბობი ბრაუნის მეუღლე გახდებოდა.

კომენტარი