ანჯელინა ჯოლის ფეხების ფოტოისტორია

ოსკარის 84-ე დაჯილდოვებაზე რომ ანჯელინა ჯოლი ყველასგან გამორჩეულად კაშკაშებდა, უკვე ყველა აღიარებს. მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა ღრმად ჩაჭრილი „ვერსაჩეს“ კაბა, რომელიც გრძელ ფეხებს თითქმის მთელ სიგრძეზე უჩენდა. ანჯელინა ამით ხშირად მანიპულირებდა და მთელი ცერემონიალის განმავლობაში მხიარულობდა: ერთ მომენტში დრო იხელთა, ნათესავებს დაუსხლტა და სრულიად მოულოდნელად, კამერების წინ მარჯვენა, წინწადგმული ფეხი საკმაოდ მოიშიშვლა...

ანჯელინას ჩაცმულობას ყურადღება hollywood.com-მაც მიაქცია და მისი ჩაცმულობის ფოტოისტორიაც გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ მსახიობი თავის ღრმად შეჭრილი კაბების ტარების ტრადიციას არ არღვევს, მაგრამ აქამდე მხოლოდ მარცხენა ფეხზე ჩახსნილ კაბას ატარებდა, რამაც მაშინვე გააჩინა ჭორი იმის შესახებ, თითქოს ჯოლის მარჯვენა ფეხს რაღაც ისეთი ნაკლი აქვს, რასაც ანჯელინა გულდაგულ მალავს.

როგორც გამოცემა ვარაუდობს, ამ ჭორმა ანჯელინას ყურამდეც მიაღწია და სწორედ ამით იყო გამოწვეული „ოსკარის“ 84–ე დაჯილდოებაზე მისი დაუღალავი მცდელობა – ყველგან, სადაც ვიდეო ან ფოტოკამერა გამოჩნდებოდა, უნაკლო მარჯვენა ფეხი წარმოეჩინა...

კომენტარი