პოლიციამ ჯორჯ კლუნი დააკავა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ ქლუნი და მისი მამა ნიკი პოლიციამ დააკავა. ინფორმაცია Associated Press-ის მეშვეობით ვრცელდება. საქმე იმაშია, რომ ისინი ვაშინგტონში სუდანის საელჩოსთან საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

პროტესტის მონაწილეები სუდანის პრეზიდენტს, ომარ ალ-ბაშირს ჰუმანიტარული კრიზისის პროვოცირებაში სდებდნენ ბრალს.

ჯორჯ და ნიკი ქლუნები, რესპუბლიკელი ჯიმ მორანი და ფერადკანიანთა ნაციონალური ასოციაციის პრეზიდენტი ბენ ჯელოსი მას შემდეგ დააკავეს, რაც სამჯერ გაფრთხილება არ გაითვალისწინეს. მათ ბორკილები დაადეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს.

კომენტარი