ოპოზიციას ანტიტურისტული ისტერია დაემართა

სახელმწიფომ ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად ტურიზმი აირჩია და სახელმწიფო თუ კერძო ინვესტიციების დიდი წილი სწორედ ამ სფეროში ბანდდება. არანორმალური, მეტიც, დეგენერატი უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ დაინახო ის ცვლილებები, რაც ამ სფეროში მოხდა.
დსფკდსკსდლ;;დგდფლ; ბრმა ან ბოღმით დაბრმავებული უნდა იყო, რომ ლამის ხელახლა აშენებული ბათუმი, სიღნაღი, ან მესტიაში, თუშეთში, ხევსურეთში, ანაკლიაში, განმუხურში, ბაკურიანში, ბორჯომსა და სხვა ტურისტულ ზონებში განხორციელებული, მართლა სასიკეთო, მართლაც ქვეყნისა და ხალხისთვის სასარგებლო ცვლილებები ვერ დაინახო. ფაქტი სახეზეა. დსფკდსკსდლ;;დგდფლ;
სახელმწიფოს ეკონომიკური სტრატეგია ამართლებს, უცხოელ ტურისტთა რიცხვი შარშანდელთან შედარებით გაორმაგდა (მილიონს გადააჭარბა). ადგილობრივი მოსახლეობაც, უწინდელზე მეტად, შინაურ კურორტებს მიეტანა. ჩვენი ოპოზიცია, რატომღაც, არ ენდობა ოფიციალურ, სახელმწიფო სტატისტიკას, მილიონი ტურისტი 100 ათასამდე ჩამოჰყავს, ცდილობს, რაც კეთილი და ლამაზი გაკეთებულა ტურისტულ ქალაქებსა და რაიონებში, გააშაყიროს, უცხოურ მედიაშიც ამას გაჰკივიან, ქართული ტურისტული ცენტრები არ ვარგა და არავის ვურჩევთ საქართველოში ჩამოსვლასო. იმას ვერ ხვდებიან, ამით არამარტო სახელმწიფოს უკარგავენ შემოსავლებს საქართველოზე გულაცრუებული უცხოელების ხარჯზე, არამედ ქართულ ბიზნესსაც ურტყამენ _ ტურ-ოპერატორებს, სასტუმროებს, სათამაშო და გასართობ ბიზნესს, რესტორნებსა და ზოგადად, კვების ობიექტებს, რაც მთავარია, ურტყამენ ამ ტურისტულ ცენტრებში მცხოვრებ ადგილობრივებს, სეზონურად რომ შოულობენ ფულს, სწორედ ამ ტურისტთა წყალობით, იმ სახელმწიფო პოლიტიკის წყალობით, რომელმაც ტურიზმი ეკონომიკის ფლაგმანად აქცია ამ ეტაპზე.
დსფკდსკსდლ;;დგდფლ; ჩვენი ოპოზიცია კი, წეღან რომ მოგახსენეთ, იმ ბოღმითაა დაბრმავებული, იმ ბოღმით ლამისაა გასკდეს, უკვე სუნთქვაც უჭირთ. ისე, ბოღმით გულგამსკდარ ადამიანებზეც მსმენია და ვატყობ, ერთ-ორს, წელს აღარ, გაისად, ზაფხულში მოვესწრები.
დსფკდსკსდლ;;დგდფლ; ჩვენი ოპოზიციონერები იმას ვეღარ ამბობენ, არაფერი კეთდება ქვეყანაში, არაფერი იცვლებაო. ეს იმიტომ, რომ იმდენი გაკეთდა, იმდენი შეიცვალა, რომ ხალხს ვეღარ მოატყუებ, ხალხი ყველაფერს ხედავს. ოპოზიციის ის მხარდამჭერები, შარშან მიტინგებზე რომ ატარეს მთელი ზაფხული, ამ ზაფხულს ბათუმში ისვენებდნენ და საკუთარი თვალით ნახეს, რა და როგორ შეიცვალა. დსფკდსკსდლ;;დგდფლ;
ოპოზიციას არგუმენტები რომ დაელია, ახლა ქილიკზე გადავიდა. ანაკლია წყლის ქვეშ დგას და იქ რომ სასტუმრო აშენდა, მალე წყალი შეუდგება, წყალი წაიღებსო. ანაკლია კი არა, თბილისი დგას წყალზე და ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ვახტანგ გორგასალმა რომ ააშენა, მას აქეთ დგას და დგას. ერთ მშვენიერ დღეს კი, თუ გლობალურ დათბობასაც გავითვალისწინებთ, ანაკლიას კი არა, ნახევარ ევროპას წყალი წაიღებს და მოკვდომია კიდეც პატრონი! რა ვქნათ, რაკიღა წყალზე დგას, არაფერი არ უნდა ავაშენოთ?
დსფკდსკსდლ;;დგდფლ; თუ წყალზე დგას ანაკლია და რაღა იმ სასტუმროს ეტაკება პირველ რიგში, სააკაშვილმა რომ ააშენა? რატომ არაფერი დამართნიათ ანაკლიასა და მის მიმდებარე სოფლებში ათასობით მცხოვრების სახლებს (ჯვარი სწერიათ!) თქვენ ისა თქვით, რომ ბოღმა გახრჩობთ, ის ვერ მოგინელებიათ, რომ მიშამ ააშენა ეს სასტუმრო, ახალი კურორტი შენდება და სამომავლოდ, როცა არჩევნები მოვა, ანაკლიაში ჩასულებს სამი თითის კომბინაციით გამოგისტუმრებენ, ხმებს კი იმათ მისცემენ, ვინც აშენებს, ვინც ანაკლიას ტურისტულ ცენტრად გადაქცევას და ამის წყალობით, ხალხის პერსპექტივას – დასაქმებას, მცირე და ინდმეწარმეობის განვითარებას უქადის. დსფკდსკსდლ;;დგდფლ;
ამას წინათ ერთი ბრძენი პოლიტიკოსი გამოვიდა და ფეხქვეშ გაიგდო ბათუმი, სულ ზედ უარა, რის კურორტი ეგ არის, პლაჟი არ უქნია ღმერთს, პლაჟსა და ზღვაში ტონობით ფეკალიები ჩაედინებაო. ეს "ფეკალიები ჩაედინებაო", ისეთი სახით თქვა, აი, დაახლოებით ეგეთი წარმომედგინა ნიუტონი, როცა ბაღში მოსეირნეს თავში ვაშლი დაეცა და მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა. დსფკდსკსდლ;;დგდფლ;
რა, ხელისუფლებამ არ იცის, რომ ფეკალიები ჩაედინება ზღვაში? შე დალოცვილო, აცადე, რა, ცოტა ხანს, ყველაფერს ერთ დღეში ხომ ვერ გაგიკეთებთ პოტიომკინივით. წელს ბულვარი რამდენიმე კილომეტრით დაგრძელდა, ათობით ბარ-რესტორანი გაიხსნა იმ ბულვარზე, ასეულობით პალმა დაირგო, ბათუმის დიდ ნაწილში გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები – შარშან, ნახევარი ქალაქი გადათხრილი იყო, რამდენიმე დიდი სასტუმრო გაიხსნა და ეს ყველაფერი, როგორ დავიჯერო ახლა, იმ 10 ტონამდე ფეკალიებს ვერ გადაწონის? თან ყველაფერი ხომ არ ჩამოგვითვლია, რაც ბათუმში გაიხსნა – ეს მცირედია იმისა, რაც გაკეთდა. ანდა, ის ფეკალიები ლევან ვარშალომიძის რეზიდენციიდან გამოდის და პირდაპირ ზღვაში ჩაედინება? ასლან აბაშიძის დროს არ ჩაედინებოდა და ზღვაში, თუ მაშინ იმ ფეკალიებს ვარდის არომატი ასდიოდა? იმ დალოცვილს, ცოტა რამ გაეკეთებინა, ტურისტული რეგიონის ლიდერი იყო, 10 ტონა თუ ჩაედინება, აბაშიძეს ისე ექნა, 5 ტონა სხვაგან გაეშვა და ახლა ნაკლები იქნებოდა გასაკეთებელი. საქმე კი, რაც უფრო ცოტაა, მით მალე კეთდება.
დსფკდსკსდლ;;დგდფლ; შალიკო რის შალიკოა, ბათუმისთვის კბილი რომ არ გაეკრა. არა, კი კეთდება, მაგრამ საქმე, იცით, რაშიაო? ამ კეთებაში ბევრი ფული იხსნება – ასფალტის დაგებაში, კომუნიკაციების შეცვლაო, ბულვარიო, პალმებიო, – გვმოძღვრავს ქართული ლეიბორიზმის მამა – ნათელაშვილი. შალიკო ბატონო! ღმერთმა არ დამაჯეროს, რომ ბათუმის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ვინც მუშაობს, მაღალი ჩინოვნიკიდან დაწყებული "კატოკის" მძღოლით დასრულებული, ყველა ფრთიანი ანგელოზია. კი, გეთანხმებით, ფული საქმის კეთებაში ტყდება, მაგრამ შევარდნაძე-აბაშიძის დროს რომ ტყდებოდა, აი, ის იყო მოტეხვა, თუ იყო. მაშინ 1-მილიონიანი პროექტიდან 800 ათასი სახლში მიჰქონდათ, ახლა 800 ათასს საქმეს ახმარენ და 200 ათასი სახლში მიაქვთ მილიონიდან. ვერ ხედავთ განსხვავებას? კორუფცია მოისპო ქვეყანაშიო, ამას არავინ ამბობს, მაგრამ რაც კეთდება, ის საიდან? რაც ყველაფერი მირაჟია და უდაბნოში ვიმყოფებით? ასეა ყველა განვითარებად ქვეყანაში, ნელ-ნელა იმ მილიონიანი პროექტიდან 100 000-ს მოიპარავენ, 900 ათასი საქმეს მოხმარდება, მერე 50 000-ს მოიპარავენ. აი, ამის ქვემოთ რომ ჩამოვლენ, მერე უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ქვეყანაში კორუფცია თითქმის დავამარცხეთო. ასე, ნელ-ნელა და ევოლუციურად უნდა განვითარდეს ეს ქვეყანა და არა ისე – რევოლუციით, გადატრიალებით, ნინო ბურჯანაძეს რომ უნდა ძალიან და არ გამოსდის. დსფკდსკსდლ;;დგდფლ;
თენგიზ სიგუას თუ რაიმე აქვს სათქმელი... ამ კაცს ნამუსი რომ ჰქონდეს, თავის არსებობას მთელ ქვეყანას დაავიწყებდა. თუნდა ახტეს, თუნდა დახტეს, მაინც ვიტყვი – თენგიზ სიგუას საქართველოს ისტორიაში, განაღდებული აქვს ადგილი იასე ფალავანდიშვილის, ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძისა და სხვა, ქართული გვარ-სახელის მქონე ამგვარი არსებების გვერდით. და ეს კაცი, უკვე რამდენიმე თვეა, ლანძღავს ამ ხელისუფლებას – უმაქნისები, ქვეყნის დამაქცევარნი არიანო. ის აღარ ახსოვს, რომ ამ ქვეყანას ამდენი ხანი რომ ვერ ეშველა, სწორედ სიგუას და მისი ძმაკაცების "დამსახურებაა", სწორედ სიგუამ და კამპანიამ, მინიმუმ 10 წლით, ქვეყნის განვითარება შეაფერხეს, სიგუას ახლა სიღნაღი არ მოსწონს – რა არის, რაც იქ ფულია ჩაყრილი, წყალში გადაყრილია, ტურისტი არ ჩადის და არაფერიო. დსფკდსკსდლ;;დგდფლ;
ჯერ ერთი, ტურისტი მარტო უცხოელი რატომ ჰგონია ბატონ თენგიზს? რა, ქართველები რომ ჩადიან, ეს სიღნაღელისთვის ხეირი არ არის? ჰკითხეთ, რამდენი ხანია, სიღნაღში არ ყოფილა, ჩავიდეს შაბათ-კვირას, ისე, ნაცნობს წინასწარ ნუ დაურეკავს და სასტუმროს ნუ დააჯავშნინებს, და ვნახოთ ერთი, საღამოხანს იშოვის თუ არა ერთ ნომერს მაინც? მე, პირადად, ამ ზაფხულს, სიღნაღში ძალიან რომ გავერთე და გვიანღა მივხვდი, იქიდან ვეღარ წამოვიდოდი, ორი საათი ვეძებე სასტუმროებში თავისუფალი ნომერი, ვერ ვნახე და სხვა გზა აღარ მქონდა – რემონტდაუმთავრებელ მოტელში გავჩერდი. ახლა ამ მოტელზე ვთქვათ. დსფკდსკსდლ;;დგდფლ; მისი პატრონი, რა, სულელია, დანაზოგი რომ მიახარჯა სახლს და პატარა სასტუმროდ აქცია? სხვის ფეხის ხმასაა აყოლილი თუ "ნაციონალების პიარის გავლენის ქვეშაა? კაცი ხედავს, თავისი ერთი მეზობელი ერთ ზაფხულს გაკეთდა მინი-სასტუმროს წყალობით, მეორე მეზობელი – შემდეგ ზაფხულს. ადგა და თავადაც სახლი სასტუმროდ აქცია. სიღნაღს ტურისტი არ აკლია, არც უცხოელი. ქალაქი გალამაზებულია, მთლიანად არა, მაგრამ ნაწილი. არაერთი სასტუმრო აშენდა, სუპერმარკეტი და მარკეტები გაიხსნა, რესტორნები, კაფე-ბარები მუშაობს, გზები მოიკირწყლა, ისტორიულ-ეთნოგრაფიული იერი არ დაკარგვია ქალაქს, ასე შეიცვალა ყველაფერი. მუზეუმი გარემონტდა, სკოლა, ბაგა-ბაღი, გამგეობის შენობა გაიხსნა. სულაც მოჰკვდომია იმ ტურისტს პატრონი, სულაც ნუ ჩავა კაციშვილი სიღნაღში. რა, რაც ჩამოვთვალე, რაც სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებით გაკეთდა, ეს ცოტაა? ეს რა, ხალხისთვის არ გაკეთდა? იქაურებისთვის ამით არაფერი შეცვლილა? ჩაჟამებული, გზააყრილ ქალაქში ცხოვრება ერჩიათ სიღნაღელებს, თუ განათებულ და გალამაზებულ სიღნაღში? დსფკდსკსდლ;;დგდფლ;
თუ სააკაშვილი რომ წავა, რაც მის დროს გაკეთდა, წამოიკიდებს ამ ყველაფერს და ისე წავა? თქვი, შე კაი კაცო, მე როცა ვიყავი ხელისუფლებაში, ნგრევისა და ომის მეტი ვერაფრით დავამახსოვრე ქართველ ხალხს თავი, ქართველი ქართველს წავკიდე, ძმა – ძმას და სისხლის ტბორები დავაყენე, ახლა კი, გული მისკდება ბოღმით, რომ ეს ხელისუფლება ამდენს აკეთებსო. არა, რა ვქნა ხალხო, თენგიზ სიგუას დავუჯერო და რაც საკუთარი თვალით რამდენიმეჯერ ვნახე, რაც საკუთარი ყურით სიღნაღელებისგან მოვისმინე, ის არ დავიჯერო? ახლა, ამ ქილიკომანიას რამაზ კლიმიაშვილი როგორ გამოაკლდებოდა _ მთელი ბათუმი თურქებმა იყიდეს, ნახევარი ქობულეთი კი – სომხებმა. არიქა, ბატონო რამაზ, დავეწიოთ, თორემ სომხებს ქობულეთი ზურგზე მოუგდიათ და ერევანში მიაქვთ, უკვე ახალქალაქში არიან!!! ახლა, ამას რა უნდა ველაპარაკო? ჯერ იმას იძახდა, არაბებმა იყიდეს მთელი ბათუმი, იმ სიშორიდან რას ჩამოეთრნენ, რაღაც ცუდი განზრახვა აქვთო. არაბები არ გინდა, შორიდან ჩამოდიანო? ა, ბატონო, კარის მეზობლები – თურქები მოვიდნენ. ინვესტიციის ჩადება, მე ესე მესმის და ასეც უნდა იყოს, რაღაც ან უნდა იყიდო, ან იჯარით აიღო. თურქებიც ყიდულობენ. დსფკდსკსდლ;;დგდფლ;
ისევე, როგორც საქართველოს საზღვრისპირა თურქულ ქალაქებში, არაერთმა ქართველმა ბიზნესმენმა ააშენა სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ბარი, ბაზრობა, მარკეტების ქსელი და სხვ. თურქებმა, ამ ქართველ ბიზნესმენთა ნაწილს, ბიზნესის საკეთებლად მიწები უსასყიდლოდ გადასცეს. ასეა ბიზნესის წესი და კანონი. შევარდნაძის დროს რომ მილიარდები იპარეს მისმა ჩინოვნიკებმა, ოფშორული ზონების ბანკებში რომ აქვთ შენახული, ადგნენ და იყიდონ ბათუმში უძრავი ქონება, აკეთონ ბიზნესი. თუ თურქის შემოშვება ბიზნესის საკეთებლად არაპატრიოტული საქმეა, ადგნენ ეგ მამაძაღლები, აკი იძახიან, მიშამ ქვეყანა დააქცია, ჩვენ პატრიოტები ვართო და ჩადონ ფული აჭარის ტურისტულ ბიზენსში.
დსფკდსკსდლ;;დგდფლ; ახლა, ამ სომხებს რაღას ერჩით, ბატონო რამაზ?! ხალხმა 2-3 წელია, რაც ნამდვილი ზღვა ნახა, მანამდე სევანის ტბა ეგონათ ზღვა. თან ხომ იცით, მაგათ ჩვენი როგორ შურთ, იარონ იმ ქობულეთში და დასკდნენ ბოღმით. მაგათ იქ ყოფნას დასვენება მაინც არა ჰქვია – რამდენი ზღვაში ჩადიან საბანაოდ, იმდენი გულზე სკდებიან. მერე, ბოღმა რომ გაიქარვონ, რესტორნებს მოედებიან და თბილისში ჩამოსხმული კონიაკით, რომელსაც სომხური მარკა აკრია, გულს იქარვებენ. ჰგონიათ, სომხურ კონიაკს სვამენ და ბედნიერები არიან. ეგონოთ და გაიხარონ, თავიანთი არ ეყოფათ? დფდსფდსგფდსგფდგ ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი