სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადიროვის ოჯახი დუბაიში ისვენებს - ნახეთ, ფოტოები, რომლებსაც უკრაინული მედია ავრცელებს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის ოჯახი დუბაიში ისვენებს. ჩეჩნეთის ლიდერის "არდადეგების" შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ამის შესახებ Ukrayinska Pravda არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სამ დაუკავშირებელ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მათი ცნობით, კადიროვის ოჯახი გასულ კვირას დუბაიში დასასვენებლად ჩაფრინდა და დასახლდა პალმ ჯუმეირაში, Zabeel Saray Royal Residences სასტუმროს 21-ე ვილაში.

„ისინი გადაადგილდებიან პრემიუმ კლასის დაქირავებული მანქანებით და საყიდლებზე აქტიურად დადიან“, - აღნიშნულია გამოცემაში.

ამავდროულად, მათ ხარჯებს მესამე პირი ფარავს - კერძოდ: შოპინგისას თანხას საიდ-ახმედ შამსუდინოვიჩ სახაბოვი იხდის, რომელიც კომპანია Eurostroydesign-ს ფლობს და რომელიც ქალაქ გროზნოშია რეგისტრირებული.

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებმა დუბაიში კადიროვის მდიდრულ ვილას მიაგნეს, რომელსაც ხშირად სტუმრობს. ის მხოლოდ 2021-2022 წლებში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 14-ჯერ იყო.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დუბაიში (UAE), რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ რუსული ელიტის თავშესაფარი გახდა, პუტინის თანამზრახველის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის მდიდრული ვილა აღმოაჩინეს.

რადარების მიხედვით, კადიროვის პირადი თვითმფრინავი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 14-ჯერ დაფიქსირდა.

მდიდრული Airbus A319, დაახლოებით 80 მილიონი დოლარი, კადიროვის მფლობელობაში 2013 წელს გამოჩნდა და ჟურნალისტების ყურადღება 2017 წელს მიექცია, როდესაც თვითმფრინავის ერთ-ერთი საძინებლიდან ფოტო გამოაქვეყნა რუსმა პროპაგანდისტმა და მომღერალმა ტიმატიმ.

UP-ის ჟურნალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ თვითმფრინავი კადიროვს ეკუთვნის: თუ ამ თვითმფრინავით თითოეულ ფრენას გაანალიზებთ, ნახავთ, რომ უკან, ყოველთვის გროზნოს (ჩეჩნეთი) აეროპორტში მიფრინავს.

თვითმფრინავის ფრენები ემთხვევა კადიროვის რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტს და შეხვედრებს მოსკოვში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, კადიროვი პუტინს უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის ლიკვიდაციას დაჰპირდა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100