სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცნობმა პირებმა ხანში შესული მამაკაცი სცემეს და გონწასული სადარბაზოში დააგდეს (ვიდეო)

შემთხვევა რუსეთში მოხდა - 52 წლის მამაკაცი სადარბაზოდან ეზოში სიგარეტის მოსაწევად გამოვიდა, რა დროსაც აგრესიული ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა მას და სასტიკად გაუსწორდა, ცემისგან გონება დაკარგული კი სადაბაზოში შეიყვანეს და კიბეზე მიაწვინეს.

ინციდენტი კორპუსის ტეროტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, ვიდეო კი აგილობრივმა ბლოგერმა გაავრცელა სოციალურ ქსელში. მამაკაცმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებთან ერთად ტვინის შერყევა მიიღო და ხელის მოტეხილობაც აღენიშნება. როგორც დაზარალებულის მეუღლე აცხადებს, მის ქმარს მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს. ქალმა ვიდეო კადრებში თავისი მეზობელი ბიჭი ამოიცნო, რომელიც მონაწილეობას იღებდა მამაკაცის ცემაში. რაც შეეხებათ დანარჩენ პირებს, მიმდინარეობს გამოძიება და მათი იდენტიფიცირების შემდეგ პოლიცია ახალგაზრდებზე ძებნას გამოაცხადებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100